რა შედეგი აჩვენა ამ შემოწმებამ და გაგრძელდება თუ არა მომავალშიც კონტროლი ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციაზე? ამ თემაზე კომენტარი სურსათის ეროვნული სააგენტოს აბაშის სამსახურის უფროსმა ცარო ადეიშვილმა გააკეთა.
_ „სურსათის ეროვნული სააგენტო ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. მისი უპირველესი მიზანია, კვების პროდუქტების ხარისხზე და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს თანამშრომლებს უფლებამოსილება მიენიჭათ 2013 წლის 10 აპრილიდან განახორციელონ მონიტორინგი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო ქსელებში პროდუქტების სარეალიზაციო ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე _ დოკუმენტური შემოწმების გზით. სურსათის ეროვნული სააგენტოს აბაშის სამსახურმა შეამოწმა 8 მაღაზია და დადგინდა, რომ აბაშის მაღაზიებში არსებული ვითარება ამ მხრივ საგანგაშო არ არის. დაფიქსირდა გარკვეული დარღვევები, ვადაგასული სურსათის რეალიზაციიდან ამოღების გადაწყვეტილება მივიღეთ რამდენიმე მაღაზიაში, თუმცა სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ დროისთვის ჩვენს მიერ შემოწმებულ მაღაზიებში სიტუაცია ნორმალურია. მოკლე დროში მთელ რაიონს მოვიცავთ და საბოლოოდ გაირკვევა რა მდგომარეობაა აბაშაში ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქციის რეალიზაციის თვალსაზრისით.“ _ განაცხადა ადეიშვილმა.
ჩვენ საბოლოო შედეგების გასაგებად კიდევ ერთხელ დავუკავშირდებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს.