(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ სიხარულიძემ მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია გიორგაძეს სასამართლოში უჩივლა. სიხარულიძე გიიორგაძისგან მისი გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას ითხოვს. სარჩელში იგი მოითხოვს, რომ სასამართლომ საკრებულო დაავალდებულოს, განიხილოს ეს საკითხი. მკითხველს შევახსენებთ რომ სიხარულიძემ მის გათავისუფლებას უკანონო უწოდა და ბათილად ცნობის მოთხოვნით საკრებულოს მიმართა, ეს უკანასკნელი კი ამ საკითხის მხოლოდ კომისიაში განხილვით დაკმაყოფილდა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ორი თვის განმავლობაში არ თუ ვერ ჩასვა. სიხარულიძე ამბობს, რომ სამანდატო კომისიამ ორი დასკვნა დადო _ პირველის თანახმად, ბათილად ცნო გიორგაძის გადაწყვეტილება. მეორე დასკვნით კი ირკვევა, რომ გიორგაძის ბრძანება სიხარულიძის გათავისუფლების შესახებ სწორია და მასში სადავო არაფერია. სიხარულიძეს ოპოზიციონერი ვახტანგ გაჩეჩილაძეც ეთანხმება, რომელიც ამტკიცებს, რომ კომისიის თავდაპირველი დასკვნა გაყალბდა. განსხვავებულ კომენტარს აკეთებენ კომისიის დანარჩენი წევრები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved