_ ვალერიან ჩიტაიშვილის ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 ქვეგანყოფილების ეზოში, 20 დეკემბერს საღამოს 17:30 საათზე გაჩერდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ძალოვან უწყებაში ჩიტაიშვილის ვიზიტი, მისი გამგებლობის პერიოდს უკავშირდება _ ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ, 2005 წელს, თაყაიშვილის ქუჩაზე გაყიდული მიწის ფართობის შესახებ არსებული მასალები გამოსაძიებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თემურ სალუქვაძის მიმართვის შემდეგ, შინაგან საქმეთა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ნიკოლოზ იმერლიშვილს გადასცა.
საქმე გაყალბებული ხელმოწერების საფუძველზე გაყიდულ ფართობს უკავშირდება. მაშინ ოზურგეთის რაიონის გამგებელი ვალერიან ჩიტაიშვილი იყო,
წყაროს ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაკითხა თეა ლომჯარია, რომელიც მაშინ რაიონული გამგეობის იურისტი იყო, ახლა კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსია. ასევე დაკითხეს რაიონული გამგეობის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვასილ ქარჩავა, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი იყო, ახსნა-განმარტებები მისცა გამოძიებას თემურ სალუქვაძემ და შპს “ჭალასაყდარის” დირექტორმა.
როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა ახალი დეტალები იკვეთება ამ საქმეში და ვისზე გასვლას ცდილობენ სამართალდამცავები ზემოთ ჩამოთვლილი მაღალჩინოსნებისგან, ვრცლად ამის შესახებ გაზეთის უახლოეს ნომერში გესაუბრებით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved