(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 31 დეკემბერს, ოზურგეთში, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ხელდამშვენებულად მიულოცა თავის თანამშრომლებს და მათ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი. როგორც წყარო ამბობს, თითოეულ თანამშრომელს ფულად საჩუქართან ერთად (100 ლარი), ტკბილეულითა და სასმელებით სავსე მორთულ-მოკაზმული კალათები გადაეცათ.
საინტერესოა ერთი დეტალი _ რა დაუჯდა ეს საჩუქრები ხალხის მიერ შევსებულ ბიუჯეტს? როგორც წყარო ამტკიცებს, მსგავსი საჩუქრები არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ დაურიგებიათ.
“გურია ნიუსის” 2010 წლის ნომრებს თუ გადავათვალიერებთ, შევიტყობთ, რომ ძალიან ბევრ შეჭირვებულს სურს, ხელისუფლებისგან მცირედი დახმარება მიიღოს; პენსიონერები ფიქრობდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტისგან საჩუქრებს მიიღებდნენ, მაგრამ ეს საჩუქარი მხოლოდ ერთეულებს ერგოთ; სოციალურად დაუცველი ბავშვები კი ტკბილეულს ნატრობდნენ და ეს ნატვრა აუხდენელ ოცნებად რჩებათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved