(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” მოსამზადებელი შეხვედრა ზუგდიდში იქაურ “ბაიასთან” გამართა და უმაღლესლიგელთან ისევ დიდი ანგარიშით (8:0) წააგო, თუმცა ჩვენებურებმა შეხვედრაში ძირითადად ახალწვეულები გამოსცადეს და მათთვის შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი სინჯებისა და გადარჩევის პროცესია. სამშაბათსვე, გრიგოლეთში, გურიაში დაბანაკებულმა გუნდებმა, ბოლნისის “სიონმა” და ერევნის “ულისმა” ფრედ, 2:2 ითამაშეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved