(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ენერგო პრო-ჯორჯიას” გურიის მუნიციპალიტეტების სერვისცენტრებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდა. მანამდე აღნიშნული კომპანიის ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სერვისცენტრები დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, კი სამეგრელოს რეგიონს ექვემდებარებოდა.
გარდა აღნიშნული კომპანიისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდა ოზურგეთის რაიონული პროკურატურა, საპატრულო პოლიცია და სასამართლო. ასევე საუბარია, რომ მალე საჯარო რეესტრიც ავტონომიის დაქვემდებარების ქვეშ იქნება. უკვე გაუქმდა გურიის საგადასახადო ინსპექცია და მოქალაქეებს თითოეული საბუთის ასაღებად ფოთში მოუხდებათ ჩასვლა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved