(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საინფორმაციო სამსახური მას შემდეგ ამუშავდა, რაც მისი უმოქმედობის შესახებ ჩვენს გაზეთში დაიწერა.
საინფორმაციო სამსახურის ოთახი, უცხოელი დონორების დაფინანსებით გაკეთდა და იქ მომუშავე ადამიანებმა სპეციალური ტრენინგ-კურსები გაიარეს. საინფორმაციო სამსახურში ორი ახალი კადრი _ ლელა ნინიძე და სოფო ჩხიკვაძე დასაქმდნენ. სამსახური მოქალაქეთა მომსახურებაზეა ორიენტირებული და განცხადებების შეტანის მსურველებს მეორე სართულზე ასვლა აღარ მოუხდებათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved