https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოქროს “სარაია” _ გლეხებს… 240 ლარად!

20:02; 27.02.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს შეხვედრა გამორჩეული იმით იყო, რომ სიმინდის თესლის ნაღდი ფულით თუ სესხით ყიდვის სანაცვლოდ, ძალიან ბევრი დაპირება გაიცა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში იმაზე მეტი სოფლის მეურნეობის გულშემატკივარი ორგანიზაცია ყოფილა, ვიდრე ფერმერად მონათლული, არადა, მხოლოდ ღმერთს მიბარებული ქართველი გლეხი! სულო და გულო, რას არ შეპირდნენ _ დიიიიდ და მცირე სესხებს, აზერბაიჯანელ ინვესტორებს, ნოვა კახოვკელ რეფორმატორებს, ბიზნესწინადადებების დახვეწა-გაკიწკიწებას, დიდჯიქნიან ძროხებს, აგუგუნებულ ტრაქტორებს, ჭაობების დაშრობას, “სამ ყურში” მოკრეფილი ჩაის ოქროს ფასად ჩაბარებას და რაც მთავარია, ყვითელი სიმინდის მთებს!!! ერთი სიტყვით, იმისთანა რამეები ითქვა, გაღვიძება აღარ მოგინდებოდათ!

_ მაქსიმალურად ვეცდებით, გვერდში დაგიდგეთ და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ; მაგალითად, ბევრს სურს სესხის აღება და ამაში ხელს უშლის ის, რომ ყველა საბუთი წესრიგში არ აქვთ. ვეცდებით, ამ პროცესშიც დაგეხმაროთ, _ თქვა ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ.

ლანჩხუთის გამგებლის თქმით, საკრებულოში ჩამოყალიბდა ლეგალიზაციის კომისია, რომელსაც გია ორაგველიძე ხელმძღვანელობს: _ ეს კომისია ყველა დაინტერესებულ პირს დაეხმარება მიწის, ქონების რეგისტრაციის დროს თუ სხვა საკითხების დარეგულირებაში. როცა ფერმერს მოწესრიგებული აქვს ეს ყველაფერი, მაშინ უფრო მარტივია ბანკებთან ურთიერთობა, _ აღნიშნა გამგებელმა.

გიორგი ჭყონია, გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში: _ სიმინდის პროგრამა პრეზიდენტის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება(?!). სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩამოტანილია ჰიბრიდული თესლი. ხშირად საუბრობენ, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული ჯიში. ეს ასე არ არის. შეიძლება, მომწოდებელი კომპანია, “პიონერი” ასეთ სიმინდს აწარმოებს, მაგრამ ჩვენთან ნამდვილად ჰიბრიდული ჯიშის თესლია შემოტანილი. ჰიბრიდულსა და გენმოდიფიცირებულში დიდი სხვაობაა. ჩვენ ისეთი ჰიბრიდები შემოგვაქვს, რომელიც ადამიანისთვის საშიში არ არის(?!). საუბრობენ იმაზეც, რომ თითქოს ამ ნიადაგზე შემდეგ ჩვენებური სიმინდის დათესვა რეკომენდირებული არ იქნება, რაც არ არის მართალი. ლანჩხუთიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გაგზავნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ამ კუთხით გურიაში ჩვენი მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზეა. 1 ჰექტარი მიწის დამუშავება, სასუქის ჩათვლით, 1000 ლარამდე დაჯდება. მოსავლიანობა კი საშუალოდ 8-10 ტონა იქნება. 240 ლარი ეღირება 1 ჰექტარი მიწისთვის საკმარისი თესლი, _ თქვა ჭყონიამ, თუმცა, არ აუხსნია, რა საჭიროა ამდენი დავიდარაბა და გლეხობის ბანკის სესხებში გაბმა, თუ შემდეგ, მაინც ჩვენი სიმინდი უნდა დავთესოთ?! ყურადღება არც იმაზე გამახვილებულა, რომ ეს, ხელისუფლებისგან მეტისმეტად საეჭვოდ მოწონებული სიმინდი სათესურად არ ვარგა და მომავალ წელს, გარდამეისად და მერე სამუდამოდ, ისევ სახელმწიფოსგან (ისე, ნეტავ რა ჰქვია კონკრეტულად ამ ორგანიზაციას და ვისი ბიზნესია?!) უნდა შევიძინოთ თესლი! ბანკების სესხების პროცენტებიც არ ყოფილა “აქტუალური” თემა.

შემდეგ სიტყვებით გამოვიდნენ ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას მათთან სესხის აღების უპირატესობას უმტკიცებდნენ; ისაუბრეს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, ზოგიერთი მათგანი გრანტის გაცემასაც კი შეგვპირდა, ზოგი ვეტერინარების გადამზადებას აპირებს, თან ახალი ჯიშის საქონლის გურიაში ჩამოყვანას გეგმავს _ თურმე, ამ ჯიშების ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარება შეიძლება, თანაც წელიწადში 5 ტონა რძეს, ნამატს კი 22-23 თვის ასაკში იძლევა!!! აქ უბრალო არითმეტიკა რომ მოვიშველიოთ და ჩავთვალოთ, რომ ეს უცხოელი ძროხები მთელი წლის განმავლობაში არ გაშრებიან და ყოველდღე შეგვიძლია მოვწველოთ, გვიანი მაკეობის დროსაც კი, დღეში 14 ლიტრამდე რძეს მოგვცემენ!!! ასე რომ, ცოტა ხანში, ჩვენს ონკანებში, რომლებშიც წყალი მაინც არ მოდის და ტყუილად იჟანგება, შეიძლება, რძე წამოვიდეს! კეცის მჭადი (მართალია, მოყვითალო და ცოტა არ იყოს, ჰიბრიდული!), ხორცი და ყველიც ხომ თავზე საყრელად გვექნება და გურიაში იმისთანა ცხოვრება დაიწყება, ლენინსაც კი არ დაესიზმრებოდა, როცა კომუნიზმში შემავალ გზებზე ფიქრობდა! ახლა ერთი ის დაგვრჩა, ლობიოს ისეთი “პროდუქტიული თესლი” გვიშოვოს მთავრობამ, ასე, 300-400 ლარად, მოხარშულს და თან ქონდრით შეკმაზულს რომ ისხამდეს! თანაც, დოქით “ადესა” და შემწიფებული პომიდვრის მჟავეც მოჰყვებოდეს “კომპლექტში”!

ასეთმა პერსპექტივამ გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მეტად აღაფრთოვანა: _ კარგია, როცა ასეთი შეხვედრები იმართება. მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარება გურიისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, _ თქვა გუბერნატორმა, _ თუ ადრე კომუნიკაციის პრობლემა იყო, დღეს ეს მოგვარებულია. აქ არიან ის ბანკები, რომლებიც სესხებს გასცემენ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვებსაც უპასუხებენ. თითქმის ყველა სოფელი შემოვიარე ლანჩხუთში. ბევრი მეკითხებოდა სიმინდზე, მავნებელი ხომ არ არის ჯანმრთელობისთვისო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარი საშიშროება მისი მოყვანისას არ არის მოსალოდნელი. ხალხმა ასევე მითხრა, კარგია სიმინდის თესლი რომ ჩამოგაქვთ, მაგრამ დაჭაობებულ ადგილებში მისი დათესვა კარგ შედეგს არ მოგვცემსო. მათ ვუთხარი, რომ მაქსიმალურად ვეცდებოდი ამ საკითხის მოგვარებას _ გუშინ მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მისგან მივიღე დასტური, რომ დაჭაობებული ადგილები, სადაც არხები ამოვსებულია, სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება. ტექნიკა რამდენიმე დღეში შემოვა და სამუშაოებიც დაიწყება, _ კოლხეთის ჭაობების დაშრობასაც კი გვპირდება ეშხში შესული გუბერნატორი.

_ სოფლებში შეხვედრისას კიდევ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი: ტექნიკა იყო, მაგრამ არსებობდა გარკვეული პრობლემა. მაგალითად, არ ჰქონდათ საბურავი, ნაწილები და ა.შ. ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკასაც დავახმართ. რამდენიმე მეწარმე იყო ჩემთან მოსული და გვთხოვა დახმარება ბიუჯეტთან დაკავშირებით, ანუ მომხდარიყო მათი ვალების ჩამოწერა(?!). ბიზნესმენებმა წარმოგვიდგინონ საქმიანი წინადადებები და ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ვუშუამდგომლებთ. ეს უნდა იყოს რეალური გეგმა, თორემ, თუ საწარმო არ განვითარდა, ისეთის ხელშეწყობას აზრი არ აქვს, _ კანონმდებლის ფუნქციასაც ითავსებს გუბერნატორი და “საინტერესო” სქემის ავტორად გვევლინება _ მოდით, ნუ გადაიხდით გადასახადებს, მერე მიდით გუბერნატორთან და მთავარია, “შუამდგომლობაზე” დაითანხმოთ _ ვალები ჩამოგეწერებათ!

_ ძალიან კარგად მუშაობდა გასულ წელს მილენიუმის პროგრამა. ლანჩხუთში ამ პროგრამის ხელშეწყობით ამოქმედებული თაფლის საწარმო დავათვალიერე, სადაც 11 ადამიანია დასაქმებული. ძალიან კარგია, როცა ასეთი მცირე საწარმო იქმნება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ბიზნესის დასაწყები ფული, მაგრამ საჭიროა დონორის მოძებნა. მე გავუშვი ჩემი თანამშრომლები და პროექტების წერა ისწავლეს (ისეთები მიეღოთ, ვინაც წერა უკვე იცოდა, არ აჯობებდა, ვითომ?!). ვისაც გაქვთ ბიზნესიდეა, მობრძანდით ჩემთან და დაგეხმარებით. ყველა საინტერესო წინადადების ლობისტი ვიქნები, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ბევრს ეშინია ბანკებთან ურთიერთობის, გპირდებით, რომ ყველას გვერდით დაგიდგებით. ინვესტორების მოზიდვა არც ისე ძნელია (?!). ერთ ფაქტს გავიხსენებ _ სოფელ აცანაში მითხრეს, რომ ჩაის მოკრეფა გვინდა, მაგრამ მისი წამღები არავინ არისო. მოვნახე ინვესტორი და ჩამოვიყვანე. მან განაცხადა, რომ ერთ კილოგრამ ჩაის 1 ლარზე მეტად ჩაიბარებდა. აქ საუბარი იყო, ე.წ. “სამ ფოთოლში” მოკრეფილზე. ერთ დღეში საშუალოდ 20 კილოგრამის მოკრეფა შეიძლებოდა, ფულს ადგილზე იხდიდნენ. აღმოჩნდა ისე, რომ არავინ არაფერი მოკრიფა. ის ინვესტორი როგორც მოვიდა, ისე წავიდა. შემდეგ გაზეთებში დაიწერა, ქართველები ჩაის საკრეფად თურქეთში დადიანო _ ჩვენ ამ კულტურასაც ვაქცევთ ყურადღებას. მითხარით, სად შეიძლება ჩაის მოკრეფა და ინვესტორს ჩამოვიყვან, _ ბრძანა ჩიტაიშვილმა.

უყურე შენ, “მატყუარა”, “ფია” გაზეთებს _ აბა, თურქეთში რომელი ქართველი დადის სამუშაოდ _ სტამბულის სანახებით ტკბებიან! ჩვენი გუბერნატორი იმდენს დადის ფეხდაფეხ, კი ეცოდინება სად შეიძლება იყოს ტურებისა და მგლებისგან “დაცული” პლანტაციები, მაგრამ, ეტყობა, აუდიტორიის ცოდნა გამოსცადა!

_ ჩვენებური სიმინდი რომ დათესო, 1000 მეტრზე მაქსიმუმ 350 კილოგრამს მოიწევ, ახალი თესლის დათესვის შემთხვევაში კი, მოსავალი 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი იქნება, _ თქვა გუბერნატორმა შეხვედრაზე.

მკითხველი შეიძლება გადავღალეთ ამდენი არითმეტიკით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ _ გუბერნატორის გათვლებით, ჰიბრიდული სიმინდის დათესვით, 1 000 მეტრზე 1 750 კილოგრამ სიმინდს მოვიწევთ (350X5=1 750), ანუ ჰექტარზე 17 500 კილოგრამს (1 750X10=17 500), რაც 17 ტონას და კიდევ ნახევარ ტონას შეადგენს. არადა, ამავე შეხვედრაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამგებლის მოადგილე ჭყონია ამტკიცებდა, ჰიბრიდული სიმინდს თუ დათესავთ, 8-10 ტონა მოსავალს მიიღებთო! რომელი ამბობს მართალს, ამას შემოდგომაზე გავიგებთ, როცა წიწილების დათვლასთან ერთად, საყანე ფართობებიდან ტონობით სიმინდს მივიტანთ სახლებში, სატვირთო მანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფასს თუ შევწვდით!

გურიის გუბერნატორმა ისიც თქვა, თქვენ სიმინდი მოიყვანეთ და ახლა გასაღება პრობლემა არ არისო. ამაზე ენაკვიმატმა ქალბატონმა დარბაზიდან ურეპლიკა: _ ახლა არ არის პრობლემა, მაგრამ სიმინდის სეზონი რომ იქნება, მაშინ თუ ჩაგვაბარებინებთო?!

ერთ-ერთმა ფერმერმა გუბერნატორს დახმარება თხოვა: _ მამათელი კაცი ვარ. მაქვს 5 ჰექტარი მიწა, რომელზეც ფერმა მიდგას. ჩემთან ახლოს არის 8 ჰექტარი მიწა; მინდა მისი შესყიდვა, მაგრამ ნებას არ მაძლევენ. ათასი საბუთი მომთხოვეს, უკვე წლებია აქეთ-იქით მარბენინებენ. 80 სული საქონელი მყავს, გაფართოება მინდა. თუ ბიზნესს ხელს უწყობთ, დამეხმარეთო.

_ თქვენ ბიზნეს-გეგმა შეადგინეთ, ჩემთან ჩამოიტანეთ და მიწის შესყიდვაში დაგეხმარებითო, _ უთხრა გუბერნატორმა, რომლის სიტყვის შესრულებაში ეჭვს როგორ შევიტანთ, მაგრამ, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, იმ მამათელ ფერმერს, ერთ სულ ცინცხალ ამბავს მოვუყვებით: აგერ, აქვე, მეზობელ აჭარაში, არჩევნების წინ, ლევან ვარშალომიძემ, სოფელ გონიოში, იქაურ მოსახლეობას მიწები დაურიგა და დიდი ზარ-ზეიმით, საკუთარი ხელით გადასცა მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. გაიხარეს გონიოელებმა და ეს საზეიმო დღე ვიდეოფირზეც აღბეჭდეს, მერე კი ოცნებებს მიეცნენ: _ ჩვენი პრეზიდენტი ხომ გვპირდება, საქართველო ტურიზმის ამბავში ჰავაისაც გაასწრებს და მალდივისაცო. ჰოდა, გონიოსმომსკდარი ტურისტების დასახვედრად “ინფრასტრუქტურის” მომზადებას შეუდგნენ; ვარშალომიძის “პოჩერკიანი” საბუთიც ხომ ხელში ეჭირათ და რომელი ბანკი დაუდგებოდა წინ ამ ქაღალდს და რომელი ცხრათავიანი არ მისცემდა სესხს?! ზოგმაც “სიფრთხილე” გამოიჩინა _ სახლი გაყიდა, ამ ფულით ავაშენებ ტურისტებისთვის პატარა სასტუმროს, მაინც ზაფხულია და აშენებამდე “ლეჟანკაზეც” კი გავძლებ მუხის ქვეშო. თქმა და შესრულება ერთი იყო _ გაჩაღდა ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. მაგრამ… კაცი ბჭობდა, ნაციონალები იცინოდნენო, ისე გამოვიდა _ ეს მიწა ჩემთვის მინდაო, _ გამოაცხადა “სახელმწიფომ”, ჩამოართვა მიწები დამწყებ ბიზნესმენებს და დარჩა რამდენიმე ასეული გონიოელი “ლეჟანკის” და ბანკის სესხების ამარა! ახლა, როცა ამ წერილს კითხულობთ, გონიოელთა ერთი ნაწილი ქუჩაში დგას და ითხოვს, კომპენსაცია მაინც გაიმეტეთო, მაგრამ ამაოდ… ამის მერე თქვენ თავად გადაწყვიტეთ, ბატონო მამათელო ფერმერო, ღირს თუ არა 8 ჰექტარი მიწისთვის გუბერნატორის შეწუხება. ისე, დამატებითი 8-ის შოვნა კი არა, რაც გაქვთ, იმ 5 ჰექტრის შესახებაც ნუ ილაპარაკებთ ასე საქვეყნოდ _ ხომ გაგიგონიათ, “სახელმწიფოს” არ სძინავსო?!

ახლა კიდევ ერთი ართმეტიკული სავარჯიშო უნდა შემოგთავაზოთ და ამჯერად ამით მოვრჩეთ: ხელისუფლება PR38R92 მარკის ყვითელი, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის 65 000 მარცვალს (რაც, მთავრობის თქმით, ერთ ჰექტარზე დასათესადაა საკმარისი) 240 ლარად მოგვყიდის. ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, ვინმე ალექსეი ბონდარი ფირმა “პიონერის” ამავე მარკის 80 000 მარცვალს (საიტზე ეს რაოდენობაა ერთეულად მიჩნეული) ვიპ-ფასში 111 დოლარად გვთავაზობს. ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებით შეგიძლიათ გაიანგარიშოთ, რომ შემოთავაზებული 65 000 მარცვლის ფასი მაქსიმუმ, 158 ლარია! თანაც, უკრაინაში კერძო პირის მიერ უკვე ჩატანილი და ბონდარის მოგებაწამატებული. საქართველოში კი “სახელმწიფო”, რომელიც პროდუქციაში ბონდარზე გაცილებით ნაკლებს გადაიხდიდა პირდაპირ სიმინდის მწარმოებელი ქვეყნისგან ყიდვის დროს, საკუთარ, გაჭირვებულ მოსახლეობას შესასყიდ ფასზე ორჯერ მეტს ახდევინებს, ეს გაორმაგებული ფასი კი, ბანკისგან სესხაღებულ გლეხს, პროცენტების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაეზრდება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კედლებზე მოსიარულე მაშველები

უნიკალური კლინიკის გაკეთებასაც აპირებს?

ყველა სიახლე

მსოფლიო

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

12:56; 24.12.2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24.12.2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24.12.2025
ბახვიჰესი

“მე ავაშენე ბახვი ჰესი”

12:03; 24.12.2025
საზოგადოება

ონლაინ შოპინგი: როგორ ავირიდოთ შეცდომები და შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი

11:15; 24.12.2025
სამართალი

კახეთში კაცმა მძევლად საკუთარი ბებია აიყვანა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა – დეტალები

10:47; 24.12.2025
საზოგადოება

“ღმერთმა დალოცოს ამერიკა…“ _ პეტრე კოლხი მღვდელმსახურებას აშშ-ში გააგრძელებს

10:41; 24.12.2025
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები”

10:37; 24.12.2025
მსოფლიო

ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

10:34; 24.12.2025
საზოგადოება

“ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით” _ კობა ფარტენაძე

10:22; 24.12.2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და კომერციული ალღო   

10:05; 24.12.2025
Mass Image Compressor Compressed this image. https://sourceforge.net/projects/icompress/ with Quality:80
ზაფრანი

დაბადების დღის მნიშვნელობა   

10:04; 24.12.2025
ზაფრანი

რომელ ქალაქში იგრძნობთ თავს კარგად

10:03; 24.12.2025
საზოგადოება

“გამიფრინდა ჩემი ბედნიერება” _ ანრი ჯოხაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10:00; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო