გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები
    ზურაბ აზარაშვილი – პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის მორიგი სხდომა გამართა

    პრემიერმა ხორბლისა და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  GLOBALIZE  ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება

    8 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ მამა-შვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი  ბადებს გაუგებრობას- საქართველოს საპატრიარქო

    ნატო-ს გენმდივნის მოადგილე – საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება სამიტზე

  • კორონავირუსი
    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

    ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

    ეპიდვითარება ჩოხატაურში- რომელ სოფელში ფიქსირდება ინფიცირების მეტი შემთხვევა

    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

    შვედეთი აჩერებს მასობრივ COVID-19 PCR ტესტირებას

    როგორია ეპიდვითარება ლანჩხუთში

    “მამა-შვილი სახლში  ჩაიწვა”- საზარელი ტრაგედია ხობში

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

  • G-NEWS TV
    30 თეთრი “ალტ-ინფოს” ოფისის ეზოში _ “სამშობლოს სიყვარულს ფული რად უნდა?!”

    “პუტინ, შენ მეისპე!” _ 9 აპრილი ოზურგეთში

    მერის ხელფასი 5 000 ლარამდე იზრდება _ ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

    მრავალფეროვნება: ვაიშნავიზმის მსახურება თბილისში

    უკრაინის და საქართველოს დროშები ქუჩაზე, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა

    ქართულმა ლეგიონმა, უკრაინელებთან ერთად, ოკუპანტების კოლონა გაანადგურა

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა
    ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში  საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა

    ანთების საწინააღმდეგო  ხალხური საშუალებები

    მოვამზადოთ  ფორთოხლის კანის ცუკატები

    მოვამზადოთ ფორთოხლის კანის ცუკატები

    ინდაურის საცივი _ საახალწლო სუფრის მშვენება

    თხილის ყველაზე საშიში დაავადებები

    თხილის ყველაზე საშიში დაავადებები

    აპრობირებული ფორთოხლის ჯიშების გაშენება _  საუკეთესო ნაბიჯი ქართულ მეციტრუსეობაში

  • ისტორია
    გურიის რესპუბლიკა თუ აღმაშენებელი? _ ირაკლი მახარაძის განცხადება

    “ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას” – კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

    არ არსებობს მოძმე ერები, არსებობს სახელმწიფო ინტერესები _ “ისტორიის გაკვეთილები”

    “შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!“ _ ქართველი კაცის შეგონება გურულებისადმი

    „პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო და თქვენ „ბოქსიორებივით“ რატომ სხედხართო?!“

    “შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა”

  • ფეისბუქსტატუსები
    “ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა” – რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

    “Როგორ ყარს ეს ყველაფერი! მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისთვის”

    უკრაინაში გარდაცვლილი მეორე ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

    “შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი”

    წილოსანი: ამოქმედდა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა

    წილოსანი: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა სახელმწიფოს უპატივცემულობაა

    “დიდება გმირებს!” _ დეკანოზ კონსტანტინე პაიჭაძის “სა-9 აპრილო” პოსტი

    “კიდევაც დაიზრდებიან” _ ჩოხატაურში პატარა უკრაინელი დაიბადა

  • 21-ს ქვევით
    ჩოხატაურელი როლანდ კიკვაძე FLEX-ის პროგრამის გამარჯვებულია

    მორიგი  შინაარსიანი ღონისძიება ბახვის სკოლაში:  „საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის  უმნიშვნელოვანესია ტოლერანტობა“

    დღეს ამ არაჩვეულებრივ გოგოებს შევხვდი და ამაყი ვარ! _ ლელა იმედაშვილი

    ოზურგეთიდან “ფლექსის“ პროგრამას ორი გამარჯვებული ჰყავს

    ოზურგეთელი ნანა მეგრელიძე “ფლექსის“ პროგრამის გამარჯვებულია

    პატარა “იზრუნელი” ზუკა ჯინჭარაძე მეფე დავითის შესახებ

  • მსოფლიო
    უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან მიმდინარეობს

    რუსებმა სუმში საზღვრის გარღვევა სცადეს

    “ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”- რა ხდება აზოვსტალში

    ინდოეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

    სტოლტენბერგი: პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებებს ნატოში გაწევრიანების შესახებ

    სტოლტენბერგი: უკრაინას რუსეთთან ომის მოგება შეუძლია

    ავტორიტარიზმი სასტიკი ფორმებით დაბრუნდა  – ჯეპე კოფოდი

    რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო ძალების თითქმის მესამედი დაკარგა – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    ბრიტნი სპირსის დიდი ტრაგედია

    ბრიტნი სპირსის დიდი ტრაგედია

    დილით ადრე ადგომა ჯანმრთელობისთვის საზიანო ყოფილა

    გიორგი შავგულიძის „ოინი“

    გიორგი შავგულიძის „ოინი“

    „ციმბირული გმირობა“

    „ციმბირული გმირობა“

    ჩახუტება აუცილებელი ყოფილა

    ჩახუტება აუცილებელი ყოფილა

    რა გვაძლევს და რა გვართმევს ენერგიას

    რა გვაძლევს და რა გვართმევს ენერგიას

    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოქროს “სარაია” _ გლეხებს… 240 ლარად!

20:02; 27 თებერვალი, 2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს შეხვედრა გამორჩეული იმით იყო, რომ სიმინდის თესლის ნაღდი ფულით თუ სესხით ყიდვის სანაცვლოდ, ძალიან ბევრი დაპირება გაიცა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში იმაზე მეტი სოფლის მეურნეობის გულშემატკივარი ორგანიზაცია ყოფილა, ვიდრე ფერმერად მონათლული, არადა, მხოლოდ ღმერთს მიბარებული ქართველი გლეხი! სულო და გულო, რას არ შეპირდნენ _ დიიიიდ და მცირე სესხებს, აზერბაიჯანელ ინვესტორებს, ნოვა კახოვკელ რეფორმატორებს, ბიზნესწინადადებების დახვეწა-გაკიწკიწებას, დიდჯიქნიან ძროხებს, აგუგუნებულ ტრაქტორებს, ჭაობების დაშრობას, “სამ ყურში” მოკრეფილი ჩაის ოქროს ფასად ჩაბარებას და რაც მთავარია, ყვითელი სიმინდის მთებს!!! ერთი სიტყვით, იმისთანა რამეები ითქვა, გაღვიძება აღარ მოგინდებოდათ!

_ მაქსიმალურად ვეცდებით, გვერდში დაგიდგეთ და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ; მაგალითად, ბევრს სურს სესხის აღება და ამაში ხელს უშლის ის, რომ ყველა საბუთი წესრიგში არ აქვთ. ვეცდებით, ამ პროცესშიც დაგეხმაროთ, _ თქვა ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ.

ლანჩხუთის გამგებლის თქმით, საკრებულოში ჩამოყალიბდა ლეგალიზაციის კომისია, რომელსაც გია ორაგველიძე ხელმძღვანელობს: _ ეს კომისია ყველა დაინტერესებულ პირს დაეხმარება მიწის, ქონების რეგისტრაციის დროს თუ სხვა საკითხების დარეგულირებაში. როცა ფერმერს მოწესრიგებული აქვს ეს ყველაფერი, მაშინ უფრო მარტივია ბანკებთან ურთიერთობა, _ აღნიშნა გამგებელმა.

გიორგი ჭყონია, გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში: _ სიმინდის პროგრამა პრეზიდენტის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება(?!). სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩამოტანილია ჰიბრიდული თესლი. ხშირად საუბრობენ, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული ჯიში. ეს ასე არ არის. შეიძლება, მომწოდებელი კომპანია, “პიონერი” ასეთ სიმინდს აწარმოებს, მაგრამ ჩვენთან ნამდვილად ჰიბრიდული ჯიშის თესლია შემოტანილი. ჰიბრიდულსა და გენმოდიფიცირებულში დიდი სხვაობაა. ჩვენ ისეთი ჰიბრიდები შემოგვაქვს, რომელიც ადამიანისთვის საშიში არ არის(?!). საუბრობენ იმაზეც, რომ თითქოს ამ ნიადაგზე შემდეგ ჩვენებური სიმინდის დათესვა რეკომენდირებული არ იქნება, რაც არ არის მართალი. ლანჩხუთიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გაგზავნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ამ კუთხით გურიაში ჩვენი მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზეა. 1 ჰექტარი მიწის დამუშავება, სასუქის ჩათვლით, 1000 ლარამდე დაჯდება. მოსავლიანობა კი საშუალოდ 8-10 ტონა იქნება. 240 ლარი ეღირება 1 ჰექტარი მიწისთვის საკმარისი თესლი, _ თქვა ჭყონიამ, თუმცა, არ აუხსნია, რა საჭიროა ამდენი დავიდარაბა და გლეხობის ბანკის სესხებში გაბმა, თუ შემდეგ, მაინც ჩვენი სიმინდი უნდა დავთესოთ?! ყურადღება არც იმაზე გამახვილებულა, რომ ეს, ხელისუფლებისგან მეტისმეტად საეჭვოდ მოწონებული სიმინდი სათესურად არ ვარგა და მომავალ წელს, გარდამეისად და მერე სამუდამოდ, ისევ სახელმწიფოსგან (ისე, ნეტავ რა ჰქვია კონკრეტულად ამ ორგანიზაციას და ვისი ბიზნესია?!) უნდა შევიძინოთ თესლი! ბანკების სესხების პროცენტებიც არ ყოფილა “აქტუალური” თემა.

შემდეგ სიტყვებით გამოვიდნენ ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას მათთან სესხის აღების უპირატესობას უმტკიცებდნენ; ისაუბრეს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, ზოგიერთი მათგანი გრანტის გაცემასაც კი შეგვპირდა, ზოგი ვეტერინარების გადამზადებას აპირებს, თან ახალი ჯიშის საქონლის გურიაში ჩამოყვანას გეგმავს _ თურმე, ამ ჯიშების ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარება შეიძლება, თანაც წელიწადში 5 ტონა რძეს, ნამატს კი 22-23 თვის ასაკში იძლევა!!! აქ უბრალო არითმეტიკა რომ მოვიშველიოთ და ჩავთვალოთ, რომ ეს უცხოელი ძროხები მთელი წლის განმავლობაში არ გაშრებიან და ყოველდღე შეგვიძლია მოვწველოთ, გვიანი მაკეობის დროსაც კი, დღეში 14 ლიტრამდე რძეს მოგვცემენ!!! ასე რომ, ცოტა ხანში, ჩვენს ონკანებში, რომლებშიც წყალი მაინც არ მოდის და ტყუილად იჟანგება, შეიძლება, რძე წამოვიდეს! კეცის მჭადი (მართალია, მოყვითალო და ცოტა არ იყოს, ჰიბრიდული!), ხორცი და ყველიც ხომ თავზე საყრელად გვექნება და გურიაში იმისთანა ცხოვრება დაიწყება, ლენინსაც კი არ დაესიზმრებოდა, როცა კომუნიზმში შემავალ გზებზე ფიქრობდა! ახლა ერთი ის დაგვრჩა, ლობიოს ისეთი “პროდუქტიული თესლი” გვიშოვოს მთავრობამ, ასე, 300-400 ლარად, მოხარშულს და თან ქონდრით შეკმაზულს რომ ისხამდეს! თანაც, დოქით “ადესა” და შემწიფებული პომიდვრის მჟავეც მოჰყვებოდეს “კომპლექტში”!

ასეთმა პერსპექტივამ გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მეტად აღაფრთოვანა: _ კარგია, როცა ასეთი შეხვედრები იმართება. მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარება გურიისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, _ თქვა გუბერნატორმა, _ თუ ადრე კომუნიკაციის პრობლემა იყო, დღეს ეს მოგვარებულია. აქ არიან ის ბანკები, რომლებიც სესხებს გასცემენ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვებსაც უპასუხებენ. თითქმის ყველა სოფელი შემოვიარე ლანჩხუთში. ბევრი მეკითხებოდა სიმინდზე, მავნებელი ხომ არ არის ჯანმრთელობისთვისო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარი საშიშროება მისი მოყვანისას არ არის მოსალოდნელი. ხალხმა ასევე მითხრა, კარგია სიმინდის თესლი რომ ჩამოგაქვთ, მაგრამ დაჭაობებულ ადგილებში მისი დათესვა კარგ შედეგს არ მოგვცემსო. მათ ვუთხარი, რომ მაქსიმალურად ვეცდებოდი ამ საკითხის მოგვარებას _ გუშინ მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მისგან მივიღე დასტური, რომ დაჭაობებული ადგილები, სადაც არხები ამოვსებულია, სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება. ტექნიკა რამდენიმე დღეში შემოვა და სამუშაოებიც დაიწყება, _ კოლხეთის ჭაობების დაშრობასაც კი გვპირდება ეშხში შესული გუბერნატორი.

_ სოფლებში შეხვედრისას კიდევ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი: ტექნიკა იყო, მაგრამ არსებობდა გარკვეული პრობლემა. მაგალითად, არ ჰქონდათ საბურავი, ნაწილები და ა.შ. ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკასაც დავახმართ. რამდენიმე მეწარმე იყო ჩემთან მოსული და გვთხოვა დახმარება ბიუჯეტთან დაკავშირებით, ანუ მომხდარიყო მათი ვალების ჩამოწერა(?!). ბიზნესმენებმა წარმოგვიდგინონ საქმიანი წინადადებები და ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ვუშუამდგომლებთ. ეს უნდა იყოს რეალური გეგმა, თორემ, თუ საწარმო არ განვითარდა, ისეთის ხელშეწყობას აზრი არ აქვს, _ კანონმდებლის ფუნქციასაც ითავსებს გუბერნატორი და “საინტერესო” სქემის ავტორად გვევლინება _ მოდით, ნუ გადაიხდით გადასახადებს, მერე მიდით გუბერნატორთან და მთავარია, “შუამდგომლობაზე” დაითანხმოთ _ ვალები ჩამოგეწერებათ!

_ ძალიან კარგად მუშაობდა გასულ წელს მილენიუმის პროგრამა. ლანჩხუთში ამ პროგრამის ხელშეწყობით ამოქმედებული თაფლის საწარმო დავათვალიერე, სადაც 11 ადამიანია დასაქმებული. ძალიან კარგია, როცა ასეთი მცირე საწარმო იქმნება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ბიზნესის დასაწყები ფული, მაგრამ საჭიროა დონორის მოძებნა. მე გავუშვი ჩემი თანამშრომლები და პროექტების წერა ისწავლეს (ისეთები მიეღოთ, ვინაც წერა უკვე იცოდა, არ აჯობებდა, ვითომ?!). ვისაც გაქვთ ბიზნესიდეა, მობრძანდით ჩემთან და დაგეხმარებით. ყველა საინტერესო წინადადების ლობისტი ვიქნები, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ბევრს ეშინია ბანკებთან ურთიერთობის, გპირდებით, რომ ყველას გვერდით დაგიდგებით. ინვესტორების მოზიდვა არც ისე ძნელია (?!). ერთ ფაქტს გავიხსენებ _ სოფელ აცანაში მითხრეს, რომ ჩაის მოკრეფა გვინდა, მაგრამ მისი წამღები არავინ არისო. მოვნახე ინვესტორი და ჩამოვიყვანე. მან განაცხადა, რომ ერთ კილოგრამ ჩაის 1 ლარზე მეტად ჩაიბარებდა. აქ საუბარი იყო, ე.წ. “სამ ფოთოლში” მოკრეფილზე. ერთ დღეში საშუალოდ 20 კილოგრამის მოკრეფა შეიძლებოდა, ფულს ადგილზე იხდიდნენ. აღმოჩნდა ისე, რომ არავინ არაფერი მოკრიფა. ის ინვესტორი როგორც მოვიდა, ისე წავიდა. შემდეგ გაზეთებში დაიწერა, ქართველები ჩაის საკრეფად თურქეთში დადიანო _ ჩვენ ამ კულტურასაც ვაქცევთ ყურადღებას. მითხარით, სად შეიძლება ჩაის მოკრეფა და ინვესტორს ჩამოვიყვან, _ ბრძანა ჩიტაიშვილმა.

უყურე შენ, “მატყუარა”, “ფია” გაზეთებს _ აბა, თურქეთში რომელი ქართველი დადის სამუშაოდ _ სტამბულის სანახებით ტკბებიან! ჩვენი გუბერნატორი იმდენს დადის ფეხდაფეხ, კი ეცოდინება სად შეიძლება იყოს ტურებისა და მგლებისგან “დაცული” პლანტაციები, მაგრამ, ეტყობა, აუდიტორიის ცოდნა გამოსცადა!

_ ჩვენებური სიმინდი რომ დათესო, 1000 მეტრზე მაქსიმუმ 350 კილოგრამს მოიწევ, ახალი თესლის დათესვის შემთხვევაში კი, მოსავალი 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი იქნება, _ თქვა გუბერნატორმა შეხვედრაზე.

მკითხველი შეიძლება გადავღალეთ ამდენი არითმეტიკით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ _ გუბერნატორის გათვლებით, ჰიბრიდული სიმინდის დათესვით, 1 000 მეტრზე 1 750 კილოგრამ სიმინდს მოვიწევთ (350X5=1 750), ანუ ჰექტარზე 17 500 კილოგრამს (1 750X10=17 500), რაც 17 ტონას და კიდევ ნახევარ ტონას შეადგენს. არადა, ამავე შეხვედრაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამგებლის მოადგილე ჭყონია ამტკიცებდა, ჰიბრიდული სიმინდს თუ დათესავთ, 8-10 ტონა მოსავალს მიიღებთო! რომელი ამბობს მართალს, ამას შემოდგომაზე გავიგებთ, როცა წიწილების დათვლასთან ერთად, საყანე ფართობებიდან ტონობით სიმინდს მივიტანთ სახლებში, სატვირთო მანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფასს თუ შევწვდით!

გურიის გუბერნატორმა ისიც თქვა, თქვენ სიმინდი მოიყვანეთ და ახლა გასაღება პრობლემა არ არისო. ამაზე ენაკვიმატმა ქალბატონმა დარბაზიდან ურეპლიკა: _ ახლა არ არის პრობლემა, მაგრამ სიმინდის სეზონი რომ იქნება, მაშინ თუ ჩაგვაბარებინებთო?!

ერთ-ერთმა ფერმერმა გუბერნატორს დახმარება თხოვა: _ მამათელი კაცი ვარ. მაქვს 5 ჰექტარი მიწა, რომელზეც ფერმა მიდგას. ჩემთან ახლოს არის 8 ჰექტარი მიწა; მინდა მისი შესყიდვა, მაგრამ ნებას არ მაძლევენ. ათასი საბუთი მომთხოვეს, უკვე წლებია აქეთ-იქით მარბენინებენ. 80 სული საქონელი მყავს, გაფართოება მინდა. თუ ბიზნესს ხელს უწყობთ, დამეხმარეთო.

_ თქვენ ბიზნეს-გეგმა შეადგინეთ, ჩემთან ჩამოიტანეთ და მიწის შესყიდვაში დაგეხმარებითო, _ უთხრა გუბერნატორმა, რომლის სიტყვის შესრულებაში ეჭვს როგორ შევიტანთ, მაგრამ, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, იმ მამათელ ფერმერს, ერთ სულ ცინცხალ ამბავს მოვუყვებით: აგერ, აქვე, მეზობელ აჭარაში, არჩევნების წინ, ლევან ვარშალომიძემ, სოფელ გონიოში, იქაურ მოსახლეობას მიწები დაურიგა და დიდი ზარ-ზეიმით, საკუთარი ხელით გადასცა მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. გაიხარეს გონიოელებმა და ეს საზეიმო დღე ვიდეოფირზეც აღბეჭდეს, მერე კი ოცნებებს მიეცნენ: _ ჩვენი პრეზიდენტი ხომ გვპირდება, საქართველო ტურიზმის ამბავში ჰავაისაც გაასწრებს და მალდივისაცო. ჰოდა, გონიოსმომსკდარი ტურისტების დასახვედრად “ინფრასტრუქტურის” მომზადებას შეუდგნენ; ვარშალომიძის “პოჩერკიანი” საბუთიც ხომ ხელში ეჭირათ და რომელი ბანკი დაუდგებოდა წინ ამ ქაღალდს და რომელი ცხრათავიანი არ მისცემდა სესხს?! ზოგმაც “სიფრთხილე” გამოიჩინა _ სახლი გაყიდა, ამ ფულით ავაშენებ ტურისტებისთვის პატარა სასტუმროს, მაინც ზაფხულია და აშენებამდე “ლეჟანკაზეც” კი გავძლებ მუხის ქვეშო. თქმა და შესრულება ერთი იყო _ გაჩაღდა ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. მაგრამ… კაცი ბჭობდა, ნაციონალები იცინოდნენო, ისე გამოვიდა _ ეს მიწა ჩემთვის მინდაო, _ გამოაცხადა “სახელმწიფომ”, ჩამოართვა მიწები დამწყებ ბიზნესმენებს და დარჩა რამდენიმე ასეული გონიოელი “ლეჟანკის” და ბანკის სესხების ამარა! ახლა, როცა ამ წერილს კითხულობთ, გონიოელთა ერთი ნაწილი ქუჩაში დგას და ითხოვს, კომპენსაცია მაინც გაიმეტეთო, მაგრამ ამაოდ… ამის მერე თქვენ თავად გადაწყვიტეთ, ბატონო მამათელო ფერმერო, ღირს თუ არა 8 ჰექტარი მიწისთვის გუბერნატორის შეწუხება. ისე, დამატებითი 8-ის შოვნა კი არა, რაც გაქვთ, იმ 5 ჰექტრის შესახებაც ნუ ილაპარაკებთ ასე საქვეყნოდ _ ხომ გაგიგონიათ, “სახელმწიფოს” არ სძინავსო?!

ახლა კიდევ ერთი ართმეტიკული სავარჯიშო უნდა შემოგთავაზოთ და ამჯერად ამით მოვრჩეთ: ხელისუფლება PR38R92 მარკის ყვითელი, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის 65 000 მარცვალს (რაც, მთავრობის თქმით, ერთ ჰექტარზე დასათესადაა საკმარისი) 240 ლარად მოგვყიდის. ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, ვინმე ალექსეი ბონდარი ფირმა “პიონერის” ამავე მარკის 80 000 მარცვალს (საიტზე ეს რაოდენობაა ერთეულად მიჩნეული) ვიპ-ფასში 111 დოლარად გვთავაზობს. ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებით შეგიძლიათ გაიანგარიშოთ, რომ შემოთავაზებული 65 000 მარცვლის ფასი მაქსიმუმ, 158 ლარია! თანაც, უკრაინაში კერძო პირის მიერ უკვე ჩატანილი და ბონდარის მოგებაწამატებული. საქართველოში კი “სახელმწიფო”, რომელიც პროდუქციაში ბონდარზე გაცილებით ნაკლებს გადაიხდიდა პირდაპირ სიმინდის მწარმოებელი ქვეყნისგან ყიდვის დროს, საკუთარ, გაჭირვებულ მოსახლეობას შესასყიდ ფასზე ორჯერ მეტს ახდევინებს, ეს გაორმაგებული ფასი კი, ბანკისგან სესხაღებულ გლეხს, პროცენტების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაეზრდება!

გაზიარებაTweetSend

ასევე რუბრიკაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

by
16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

by
17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

by
13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

by
08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

by
07:02; 22 თებერვალი, 2021

კედლებზე მოსიარულე მაშველები

უნიკალური კლინიკის გაკეთებასაც აპირებს?

ყველა სიახლე

ზურაბ აზარაშვილი – პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ
ფინანსები

by რუსა ოქრუაშვილი
16:20; 16 მაისი, 2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის მორიგი სხდომა გამართა
პოლიტიკა

by ნინო ბერძენიშვილი
16:16; 16 მაისი, 2022
პრემიერმა ხორბლისა და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
პოლიტიკა

პრემიერმა ხორბლისა და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

by რუსა ოქრუაშვილი
16:13; 16 მაისი, 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  GLOBALIZE  ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება

by რუსა ოქრუაშვილი
15:59; 16 მაისი, 2022
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ მამა-შვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საზოგადოება

რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი  ბადებს გაუგებრობას- საქართველოს საპატრიარქო

by რუსა ოქრუაშვილი
15:19; 16 მაისი, 2022
ნატო-ს გენმდივნის მოადგილე – საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება სამიტზე
პოლიტიკა

ნატო-ს გენმდივნის მოადგილე – საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება სამიტზე

by რუსა ოქრუაშვილი
14:46; 16 მაისი, 2022
განცხადებები იქნება ბევრი, მაგრამ ყველაში იქნება დათქმები – ნიკა გვარამია ლიეტუვის სეიმზე
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

by ნინო ბერძენიშვილი
14:23; 16 მაისი, 2022
რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა და რა მიზნით  საქართველოში
საზოგადოება

რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა და რა მიზნით საქართველოში

by რუსა ოქრუაშვილი
14:10; 16 მაისი, 2022
სამტრედიელი დავით ჯიბაშვილი მდინარე გუბისწყალში დამხრჩვალი იპოვეს
საზოგადოება

ტრაგედია – გარდაცვლილია 30 წლის ორსული

by ჯემალ ღამბაშიძე
13:42; 16 მაისი, 2022
უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან მიმდინარეობს
მსოფლიო

რუსებმა სუმში საზღვრის გარღვევა სცადეს

by რუსა ოქრუაშვილი
13:05; 16 მაისი, 2022
“ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”- რა ხდება აზოვსტალში
მსოფლიო

“ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”- რა ხდება აზოვსტალში

by რუსა ოქრუაშვილი
12:48; 16 მაისი, 2022
საქართველოს გენერალური პროკურატურა  განცხადებას ავრცელებს
სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურატურა  განცხადებას ავრცელებს

by რუსა ოქრუაშვილი
12:42; 16 მაისი, 2022
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
სამართალი

მგზავრს ჩანთაში 12 კილოგრამამდე მარიხუანა უპოვეს

by რუსა ოქრუაშვილი
12:29; 16 მაისი, 2022
ინდოეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება
მსოფლიო

ინდოეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

by რუსა ოქრუაშვილი
12:17; 16 მაისი, 2022
გურიაში გზების გამკეთებელ ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესეს
საზოგადოება

გურიაში გზების გამკეთებელ ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესეს

by რუსა ოქრუაშვილი
11:48; 16 მაისი, 2022

დღის ფოტო

ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მაღაზიის წინ, „პლანი“ ბიბინებს

by მარინა ჩიხლაძე
10:19; 16 მაისი, 2022
0

პრემიერი გუთურის სკოლაში

პრემიერი გუთურის სკოლაში

13:09; 13 მაისი, 2022

ფეისბუქსტატუსები

“ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა” – რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?
ფეისბუქსტატუსები

“ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა” – რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

by ნინო ბერძენიშვილი
18:06; 7 მაისი, 2022
0

“Როგორ ყარს ეს ყველაფერი! მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისთვის”

“Როგორ ყარს ეს ყველაფერი! მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისთვის”

16:05; 6 მაისი, 2022

გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  My Software  2021 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • კორონავირუსი
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო

© 2022 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.