(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ რამდენიმე დღის წინ, განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ლანჩხუთში პედაგოგებთან შეხვედრის დროს, პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა მედიკო დანელიამ მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლისთვის პერსონალური კომპიუტერი სთხოვა და დაპირებაც მიიღო. მინისტრმა დანაპირები შეასრულა და შეპირებული კომპიუტერი გამოაგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ნათია ურუშაძემ მე-7 კლასის მოსწავლეს გიორგი სანიკიძეს მინისტრის გამოგზავნილი პერსონალური კომპიუტერი გადასცეს საჩუქრად. გიორგიმ მადლობა გადაუხადა ყველას მის მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისთვის, _ ამ ინფორმაციას ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
ჩვენი ინფორმაციით, მინისტრმა კომპიუტერი გამოუგზავნა ჩოჩხათის საჯარო სკოლის გულიანის განყოფილებასაც.