https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საბეჭდი მანქანიდან რადიო არხამდე”

14:04; 27.04.2011
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი მალე სოლო კონცერტებს გამართავს საქართველოს რეგიონებში, ასევე საფუძვლიანად გაეცნობა ყველა ფოლკლორული ანსამბლისა და საერთოდ, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობას. დღეს გიორგი უშიკიშვილი ჩვენი სტუმარია.

_ მოდით, ცოტა ხნით ბავშვობაში დავბრუნდეთ, როგორი ბავშვი იყავით?

_ ზომიერად ცელქი ბავშვი ვიყავი. ბავშვებთანაც კარგად ვგრძნობდი თავს და უფროსებთანაც მიყვარდა ყოფნა, ყურადღებით ვუსმენდი და მეც ჩავერთვებოდი ხოლმე, როცა სერიოზულ საკითხებზე საუბრობდნენ.

_სკოლაში როგორ სწავლობდით, გამორჩეულად რომელი საგნები გიყვარდათ?

_ ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, ტექნიკურ საგნებს რატომღაც ალღო ვერ ავუღე, თუმცა დედაჩემი მეუბნებოდა, უშიკიშვილებს მათემატიკური ტვინი აქვთ და შენ რატომ არ გაქვს მიდრეკილება ამ საგნებისკენო. საერთოდ , ასეთი ადამიანი ვარ, თუ რაიმე არ მაინტერესებს, ალღოს ვერ ავუღებ. სამაგიეროდ, ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა. საქართველოს ისტორია, გეოგრაფია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საგანი იყო, ბუნებას ვსწავლობდი ძალიან კარგად. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, ჰუმანიტარული საგნების დიდი მოტრფიალე ვიყავი. ასევე არ შეიძლება, არ გავიხსენო დაწყებითი კლასის დოდო მასწავლებელი, მას არაჩვეულებრივი კალიგრაფია ჰქონდა და ყველა მშობელს უნდოდა მისი შვილი ამ მასწავლებელთან მოხვედრილიყო. იგი დიდი მონდომებით გვიტარებდა მუსიკის გაკვეთილებს. ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა ფანდურზე, ჩონგურზე. ასე რომ, პირველი კლასიდან სიმღერის ატმოსფეროში მოვხვდი.

_ თქვენ სოფელ ახმეტაში გაიზარდეთ, სადაც ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, თქვენ თუ გიყვარდათ მიწასთან მუშაობა?

_ დიახ, სოფელში გავიზარდე და აქედან გამომდინარე, მეც თავისთავად ჩართული ვიყავი მიწასთან მუშაობის ფერხულში. პაპაჩემი იორდანე, როცა ვენახის გასასხლავად და ყანის სათოხნად მიდიოდა, მეც თან მივყვებოდი, მუშაობის დროს სიმღერებს მასწავლიდა, ხალასი იუმორის გრძნობით იყო დაჯილდოებული და უამრავ სახუმარო ამბებს მიყვებოდა. დავდიოდით ალაზანზე სათევზაოდ. მის გვერდით ყოფნა ყოველთვის მიხაროდა. ბავშვობის პერიოდის გახსენება საუკეთესო ემოციებს აღძრავს ჩემში.

_ მუსიკალურ ოჯახში გაიზარდეთ. თქვენი და, მშობლები, პაპები, ბებიები, ბიძები _ ყველანი მღერიან…

_ დიახ, და ფაქტობრივად ის, რომ ჩემი ცხოვრების გზა ამერჩია, ამაში ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. ისინი ყველანი მღერიან ცეკვავენ, უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. შეიძლება ითქვას, ჩემს ირგვლივ ხალხური ფოლკლორის უბადლო შემსრულებლები იყვნენ. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ, ჩემმა სოფელმა, მიწასთან მუშაობამ. მაგრძნობინა, რომ მათთან სამუდამოდ ვარ დაკავშირებული იმ სიმებით, რასაც ქართული ფოლკლორი ჰქვია.

_ ლიდერობა თუ გიყვარდათ ბავშვობაში?

_ ეს თვისება გამოკვეთილად არ ყოფილა ჩემში, თუმცა “ვერძი” ვარ, რომელიც ბუნებით ლიდერია. სკოლაში არა, მაგრამ აი. ინსტიტუტში უფრო აქტიური ვიყავი. როცა დავინახე, რომ ჩემს გვერდით იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობდნენ ხალხურ სიმღერას და ნაკლები შეხება ჰქონდათ ამ სიმღერების შემსრულებლებთან, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ, მე თვეში ერთხელ ან ორჯერ ინსტიტუტში ჩამომყავდა ისინი და ვაწყობდი კონცერტებს, რითაც ჩემი მეგობრები ძალიან მადლიერნი იყვნენ.

_ რამდენი წლის იყავით, როცა “მართვეში” მიხვედით?

_ 10 წლის ვიყავი, როცა “მართვეში” მივედი. ახმეტიდან დავდიოდი კვირაში 2-ჯერ. შემდეგ, ჩემმა დამ ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ჩააბარა, აქედან გამომდინარე მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. რის შემდეგაც ანსამბლში ინტენსიურად დავიწყე მეცადინეობა. “მართვე” ეს იყო დიდი ოჯახი, სადაც ვცხოვრობდით მე და ჩემი მეგობრები. მოვიარეთ უამრავი ქვეყანა, გავიცანით ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ეს იყო დიდი სკოლა ურთიერთობების, სიმღერის შესწავლის, მეგობრობის. მე მოხარული ვარ, რომ “მართვეს” მრავალწლიანი მუშაობა დაფასდა და ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა.

_ “ლაშარი” როგორ შეიქმნა?

_ “მართვეს” შემდეგ მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, იმის გამო, რომ სიმღერა არ მიგვეტოვებინა, გადავწყვიტეთ, შევკრებილიყავით და ერთად გვემღერა. დავიწყეთ მეცადინეობა. ეს იყო 1995 წელი. ამ დროს ტელევიზიაში არსებობდა ხალხური შემოქმედების გაერთიანება სახელწოდებით _”ლაშარი”, რომლის ხელმძღვანელი იყო მიშა ჩიქვილაძე. მათ სურდათ, რომ ჰყოლოდათ ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლი. ჩვენი არსებობის შესახებ იცოდნენ და ერთ დღეს მიგვიწვიეს მოსასმენად. რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ტელევიზიასთან ვითანამშრომლებდით. “ლაშარიც” ამ შემოქმედებითი გაერთიანების სახელწოდებიდან გამომდინარე დაგვერქვა. ამის შემდეგ რეპეტიციებს ტელევიზიაში ვატარებდით. არანაირი ანაზღაურება არ გვქონდა, მათ მხოლოდ სარეპეტიციო დაგვითმეს. ფაქტობრივად, ტელევიზიაში ჩვენი მოღვაწეობა დასაწყისი გახდა მომავალი შემოქმედებითი წარმატების მთავარი გარანტი. მერე საქართველოს რადიოშიც ვთანამშრომლობდით, სადაც დაგვინიშნეს ხელფასი. რადიოში ჩვენი მისვლა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ხელი მიგვიწვდებოდა უნიკალურ ჩანაწერებთან. ჩვენ იქ აღმოვაჩინეთ თუ რა სხვანაირი ყოფილა ქართული სიმღერა. ჩვენი ანსამბლის რეპერტუარის ჩამოყალიბება და საერთოდ ჩვენი ჩამოყალიბება როგორც შემსრულებლებისა მოხდა რადიოს ოქროს ფონდის დახმარებით.

_ ახლა, რაც შეეხება რეგიონებთან თქვენს ურთიერთობას

_ რაც შეეხება რეგიონებთან ჩემს ურთიერთობას, მინდა მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ საქართველოს ყველა კუთხეს მიეცეს საშუალება გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. მე წელს ყველა რაიონში ჩავალ. ჩემს ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს ადგილზე ვნახო თუ რა მდგომარეობაა დღეს ხალხურ შემოქმედებაში და ზოგადად, კულტურის დარგში. როგორ ნაწილდება თანხები, იხარჯება თუ არა ის მიზნობრივად და ა.შ. მოგეხსენებათ ყოველ პარასკევს რადიოში მაქვს საავტორო გადაცემა, სადაც რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და სიახლეებზე ვესაუბრები თითქმის მთელ საქართველოს. თუმცა ჩვენი რადიო ჯერ ჩოხატაურში არ ფუნქციონირებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით, ამ პრობლემას მოვაგვარებთ.

_ ბატონო გიორგი, გურიაში გელოდებიან, როდის ჩამოხვალთ?

_გურიაში მალე ჩამოვალ, აუცილებლად წინასწარ შეგატყობინებთ. მე გასულ წელს ვიყავი ჩოხატაურში ანსამბლ “გურიას” არაჩვეულებრივ შემოქმედებით საღამოზე. სწორედ ასეთი ღონისძიებები უნდა ვაჩვენოთ მომავალ თაობას. ასე რომ, გურიაში მე ველოდები ახალ ინიციატივებს და საინტერესო შეხვედრებს. სექტემბრიდან ვიწყებ სოლო კონცერტების ჩატარებას საქართველოს რეგიონებში. ჩემთან ერთად კი იმღერებენ ის ხანდაზმულები და ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა რაიონებში მღერიან და შეიძლება მათ არც კი იცნობენ. საერთოდ, რეგიონები ჩემთვის, როგორც გიორგი უშიკიშვილისთვის, როგორც მომღერლისთვის, როგორც ქართველისთვის მთავარი პრიორიტეტია. იგივე ფოლკლორის ეროვნული პრემია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, ლაურეატთა 95% არის რეგიონებიდან. მოგეხსენებათ, მათ შორის არის ბატონი ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პედაგოგი გახლავთ. ჩვენ დღეს თუ რამეს წარმოვადგენთ და შეგვიძლია რამე გავაკეთოთ, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც რეგიონებში მოღვაწეობენ და ჩვენამდე მოიტანეს უნიკალური ხალხური შემოქმედება. მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ და რამე შემიძლია, ეს არის იმ ხალხის დამსახურება რომლებიც ცხოვრობდნენ: კახეთში, გურიაში, სვანეთში და ა.შ. იმიტომ, რომ მე მათი სიმღერების მოსმენით ვისწავლე და შევიყვარე ქართული ხალხური სიმღერა. მიხარია, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ფოლკლორს, ჩვენთან ახლახან ზემო რაჭიდან ჩამოვიდა 21 წლის თორნიკე სხირელი, რომელმაც ჩამოგვიტანა ძალიან დიდი სიმდიდრე რაჭული ფოლკლორისა. საუკეთესოდ მღერის, ცეკვავს, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიც აქვს, უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ასეთი ახალგაზრდები თუ გვეყოლება ჩვენ საქართველოს რეგიონებში, ეს იქნება ჩვენი უდიდესი სიხარული და სიმდიდრე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

ლელო ლანჩხუთში _ ფოტორეპორტაჟი

390 ათასი ლარი _ 2 კილომეტრი სიგრძის გზის დასაგებად

ყველა სიახლე

სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფერდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება

13:40; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო