(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასული კვირის ხუთშაბათს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გონებისკარში) ჩაის მოუვლელ პლანტაციებს ცეცხლი გაუჩნდა. შემოქმედელების თქმით, მსგავსი ფაქტი ყოველ წელს ხდება, როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები იწყება. სოფლის რწმუნებულის, ბესო ლომინაძის თქმით, 15 ჰექტარი მიწის ფართობი გადამწვარია, თუმცა, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება: _ ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ადგილზე ოზურგეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის და გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, ხანძრის ჩაქრობაში აქტიურად ჩაერთნენ სოფლის მცხოვრებლებიც. ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ გაუჩნდა ცეცხლი გავერანებული ჩაის პლანტაციებს, _ გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved