(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 15 მაისს, ოზურგეთში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროს ოჯახის უფროსი ჟორა ქუტიძე, სახლში მარტო იმყოფებოდა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურში მორიგე ცვლის უფროსმა გიორგი ცხომელიძემ უთხრა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა გახდა:
_ შემთხვევის ადგილზე, სახანძრო სამსახურის მორიგე ბრიგადა პირველად, 18 საათსა 27 წუთზე გავიდა. ხანძრის კერასთან მისულებს სახლი ცეცხლის ალში გახვეული დაგვხვდა. გამოძახება დაგვიანებული იყო _ მეზობელს გაუგია შიფერის მტვრევის ხმა და მან დარეკა სახანძროში. ჩვენი ბოლო მისვლა ღამით, 23 საათსა და 35 წუთზე დაფიქსირდა, მაგრამ შეუძლებელი გახდა ხანძრის ლოკალიზება _ მხოლოდ პირველი სართული გადავარჩინეთ, _ გვითხრა გიორგი ცხომელიძემ.