https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოპოზიციის აქცია ბათუმში

21:05; 18.05.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასულ კვირას, “ქართულმა პარტიამ” წინამოთელვითი სამუშაოები ჩაატარა და ბათუმში აქცია გამართა. ბათუმის აქციას გურიიდან მრავლად შეუერთდნენ. შაბათიდან უკვე აქციებში “სახალხო კრება” ჩაერთვება ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ერთად. გურულები კვლავაც აჭარის დედაქალაქში ჩამოწყებულ აქციებს გააძლიერებენ _ ასეთია “ზემოთ” მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მომდევნო ნომრებში ამ აქციებიდან რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ, ამჯერად კი გასული კვირის ბათუმური პროტესტის შესახებ მოგითხრობთ.

_ მიტინგზე არ მიდიხარ? _ ბათუმში ჩასვლისთანავე “სააქციო სიტუაცია” დაგვხვდა.

_ რა მინდა აქციაზე, აქ მაინც არაფერი გადაწყდება. კი მაინტერესებს, თუ წახვიდე, მითხარი მერე…

_ კი, მარა ხალხი თუ არ მივიდა, რაი გამოვა? მე არ მცალია, მიდი იქინე, გიიგებ ყველაფერს…

ორი ბათუმელის საუბარში ჩვენც ჩავერთეთ:

_ თქვენც უკმაყოფილო ხართ ამ მთავრობით?

_ რიზა უნდა ვიყო კმაყოფილი? გიმიკეთა რამე?

_ აბა, რომ ამბობენ, ბათუმი შენდება და მშვენდებაო?

_ ასლანას დროსაც კეთდებოდა, ჩვენ რაი?

_ სადაური ხარ, ბიძია, შენ? _ ჩამეკითხა საუბარში ჩართული ასაკოვანი მამაკაცი.

_ გურიიდან ვარ, ჟურნალისტი, დღევანდელი აქციის გასაშუქებლად ჩამოვედი.

_ მე თბილისელი კაცი ვარ, აქ სახლი მაქვს. ნამდვილად არ მიჭირს, მაგრამ დღეს აქციაზე უნდა მივიდე.

_ რას ელით ამ აქციისგან?

_ რას უნდა ველოდე? ოპოზიცია ჯერ ერთმანეთს ჭამს, მაგრამ მთავრობამ არ მინდა თქვას, აი, ნახეთ, ხალხი არ მოვიდაო. ისე, გურიაში რა ხდება? მეც გურული ვარ. შენდება ის პორტი თუ წინასაარჩევნო ბლეფი იყო?

_ უფრო “ნაციონალური”….

_ ასეც ვიცოდი. ამათი გახსნილი ქარხნები ყელში ამოგვივიდა! კაი არც ედიკაი იყო და არც მიშაა. გაყვლიფეს ხალხი, იყიდეს მიწები იაფად და ხალხი გააღარიბეს. რა პორტი, რის პორტი? რა პორტიც გვაქვს, ისიც არ უნდათ _ ვის არ შეატენეს, მაგრამ…

_ ჰო, იმ მამათელ კაცს გადაეცით, ხმალი გაამზადოს და მოგვაშოროს აი მთავრობა, რაფერც მოგვიყვანა… _ უკვე მერამდენედ გვაბარებენ მამათელ შალვა კილაძესთან, რომელმაც 2002 წელს სააკაშვილს შევარდნაძის “თავის მოსაჭრელად” ხმალი გადასცა.

გზა ერას მოედნისკენ განვაგრძეთ. ბევრი გურული მოვიდა აქციაზე _ ადგილობრივებიც და გურიიდან ჩამოსულები, რამდენიმე ნაცნობით შევნიშნეთ.

_ ვითომ მოხდება, ძამა, რამე? _ მოსაუბრე აშკარად გურული იყო, _ ისე არ უუდგა ოქრუაშვილს გერმანული სასტუმროს ნომრის საწოლზე გვერდები, რავარც მიშა თავისით არ წავა. აი აქციებიც აფერი არაა, თავის მოტყვილებაა.

_ რას ჩივი, შენ? ტყვილა მევედით აქანე? _ ჰკითხა მეორემ.

_ მაგენის გულობიზა რავა უნდა მოხვიდე კაცი?! ახლა ვინ გეიგებს, ვინ ვისთანაა შეკრული?

_ აი ოპოზიცია ვინაა? მთავრობისგან გამოქცეული ხალხი, ხო? ეტყობა, რაცხა ვერ გეიყვეს და გამეიქცნენ. ერთი ნათელაშვილი თუა, აი მთავრობა თავიდან რო არ მოწონდა, თვარა ბურჯანაძე და ნოღაიდელი სანამ არ გამოაბუნძულეს, მიშას კვერს უკრავდნენ. ან ოქრუაშვილის მოსვლა კაია გგონია? მიშაზე ნაკლები ტირანი მაი არ იქნება!

_ ამგენს მაინც ჯობია ყველა. შეჭამეს მთელი ქვეყანა, ვერ ხედავ? კალოშებით მევიდნენ მთავრობაში და ახლა მილიონერები არიენ! ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა და ოქრუაშვილმაც ბევრი იშონეს და ახლა პაწეს ხარჯავენ, რო მერე კიდე იშონონ. აბა ჩვენდა არავინ არაა და არც იქნება!

_ რაც უნდა ვაკრიტიკოთ ოპოზიცია, აი მთავრობა მაინც უნდა გამოხვეტო კაბინეტებიდან ცოცხებით, 6-ლარიან ცოცხებს რომ ყიდულობენ ჩვენი ფულით. გაზეთებში მაინც არ წერდენ ამას. გონიათ, კითხვა არ ვიცით? _ საუბარში ასაკოვანი ქალბატონი ჩაერთო _ ამათ მოხუცი და ბერი აფერში სჭირდებათ _ ვერ გეიგეს, ჩვენც რო გვინდა საჭმელი და კუჭი ჩვენც რომ გვაქვს.

მალე აქციაც დაიწყო. ჩვენ სხვა ჯგუფს მივუახლოვდით:

_ ხეირი თუ უნდათ, უნდა გაერთიანდნენ _ “ქართული პარტია” დღეს ჩამოდის, ბურჯანაძე მომავალ კვირაში. აგი ორი ძალა აქტიურობს და რამენაირად უნდა შეთანხმდნენ _ ქალბატონების “ბირჟაზე” ოპოზიციის გაერთიანება იყო მთავარი თემა

_ კი, მარა ყველას პრეზიდენტობა რომ უნდა? იმას ვერ ხვდებიან, ჯერ ერთად უნდა იყვნენ და თუ გაუშვებენ ამათ, მერე შეიძლება რაღაცაზე საუბარი.

_ მერე ნახე შენ, აგენი რომ ერთმანეთს დაჭამენ. მარა მაგას რას ვჩივით, რაც უნდა ის უქნიათ, ესენი!

აქცია ოპოზიციის მხარდამჭერმა, ზურა მანჯავიძემ გახსნა _ თეატრში არ მამღერებენ და თეატრის წინ ვმღერიო. მომიტინგეებს მამაომაც მიმართა: _ გფარავდეთ უფალი უსამართლობასთან ბრძოლის საქმეშიო!

აქციაზე სიტყვით სოზარ სუბარი გამოვიდა: “მამა ლაზარემ გვითხრა, ბრძოლაში მიდიხართ და მე სად მტოვებთო! ალბათ, სიმბოლურია, რომ ის ჩვენთანაა. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს, შევიკრიბეთ და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს! თამარი არის სიწმინდის, ერთიანობის სიმბოლო, იმ საქართველოს სიმბოლო, სადაც ხელისუფალი ხალხისთვის ზრუნავდა და არა თავისი თავისთვის. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო _ ერთი ნაწილი ვართ ჩვენ, რომელსაც ჩარეცხილები გვიწოდა და რომლებზეც თქვა _ ტრაქტორით გადაუარეთო! ამიტომ ვდგავართ დღეს აქ, მალე დავდგებით მისი ავლაბრის რეზიდენციის წინ და გავუშვებთ დიქტატორს, რომელიც ქართველი ხალხის სისხლს წოვს”.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მადლობა გადაუხადა: _ ხალხი გამშვენებულ ბათუმში რომ ჩაიყვანეს, დაიფანტნენ, რადგან ასეთი ლამაზი ქალაქის დათვალიერება ამჯობინეს მაგათ აქციაზე მისვლას. ისე მოეწონათ, ყველა პირდაბჩენილი დარჩაო, _ ბრძანა პრეზიდენტმა.

სუბარმა ამ მოსაზრებას აქციაზევე “დაარტყა”: _ გადაგვაყოლეს ამ გზებს, არადა, სამი წელია მუხლამდე ტალახშია ყველა ქუჩა ჩაფლული. რაც უნდათ, მალე აშენებენ _ პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ლამის მილიარდი დაჯდა, ხომ მალე დაამთავრეს? დღეს საქართველოში ასეთი დანგრეული ქუჩებია, სამაგიეროდ, გვაქვს პრეზიდენტის სასახლე _ თეთრ სახლზე რვაჯერ დიდი. ან ქანდაკებებისთვის ხომ აქვს ფული? ამ დროს მხოლოდ გონიოში 300 კაცს წაართვეს მიწა. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცა ფულს იხდის. მიწა რად უნდა ქართველს? მიწა უნდა სააკაშვილს, რომ გაყიდოს და ასეთი შიშველი ქანდაკებები დადგას!.

შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის ჯერი დადგა. სააკაშვილის ყოფილმა კონკურენტმა პრეზიდენტს “საერთაშორისო დონის კრიმინალი” უწოდა: _ გამოვიდა ეს საერთაშორისო კლასის კრიმინალი და თქვა, საქართველოში მენტალიტეტის შესაცვლელად კიდევ 15-20 წელი მჭირდებაო. ანუ ამბობს, რომ სანამ ბოლომდე არ გაგანადგურებთ, არსად არ მივდივარო! ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მცდელობა მის მოსაშორებლად, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება დაუდგა გვერდით. ეს გააკეთა ბუშმა. შემდეგ შეიცვალა ეს კაცი, მოვიდა ობამა, რომელმაც თქვა _ მე მხარს ვუჭერ ხალხს და არა რეჟიმებსო! ეს ძალიან მალე მოხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქუდზე კაცი გამოვა იმ დღეს, რომელსაც დაერქმევა რევოლუციის დღე.

შემდეგ ეროსი კიწმარიშვილმა “გაამათრახა” ხელისუფლება და აღიარა, რომ ვალშია ქართველ ხალხთან: _ ეს მთავრობა ჩემი მოყვანილია და მე უნდა წავიყვანო! ყველაზე მეტად ჩემთვისაა რთული აქ დგომა _ ძალიან გაგვიცრუა იმედები 2003-მა წელმა. ჩვენ გვეგონა, რომ კარგს ვაკეთებდით, მაგრამ მწარედ შევცდით. თუმცა, საქმის გამოსწორება შეიძლება. ერთი თხოვნა გვაქვს _ როცა დადგებით არჩევნის წინაშე _ დარჩეთ სახლში თუ გამოხვიდეთ აქციაზე, აირჩიეთ მეორე, რადგან გპირდებით, რომ სახლში გამარჯვებულები დაბრუნდებით!

რატომღაც ბათუმის აქციაზეც არ გამოჩენილა კოკა გუნცაძე, რამაც გაამყარა გავრცელებული ხმები, რომ მან “ქართული პარტია” დატოვა. მასალის მომზადების დროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ გაკეთებული არ იყო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20 დეკემბერი, 2025

"ღარიბი" სამართალდამცავები

ფასების კლების ტენდენცია არ იგრძნობა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფერდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო