(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 20 მაისს, ოზურგეთის სურათების გალერეაში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის ელიტის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად ფოტოგამოფენა მოეწყო. გამოფენის ავტორის და ორგანიზატორის, საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდის თავმჯდომარის გიორგი გუგუშვილის თქმით, გამოფენა დასავლეთ საქართველოს ძირითად ქალაქებში მოეწყობა:
_ ეს ფოტოგამოფენა პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს წარმოდგენილი ფოტოები, ასევე გააკეთოს ჩანაწერები. გამოფენაზე შეგროვებულ ჩანაწერები წიგნად გამოიცემა და როცა ვარშავაში ბოლო გამოფენა მოეწყობა, პოლონელ ხალხს გადავცემთ ქართველი ხალხის ჩანაწერებს. ამ გამოფენას “ხსოვნა” ჰქვია, მსგავსი სახის აქცია მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა. ეს იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერის და პატივისცემის გამოხატვა პოლონელი ხალხის მიმართ, _ აღნიშნა გუგუშვილმა.
შემდეგ ფოტოგამოფენა ბათუმში გადაინაცვლებს.