https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გარემოვაჭრეები “შავი ორშაბათის” მოლოდინში

6:05; 23.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუ თვით ხელისუფლებაში გეგმავს ვინმე, მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე გავიქცეთ? რაღაცა, ამ საქმეს არ უდის კაი სუნი”…

ოზურგეთში ძველი და ახალი ბაზრის თემა მარადიული ბჭობის საგანია, როგორც გარემოვაჭრეთათვის, ისე ხელისუფლებისა და კერძო ბიზნესის მფლობელთათვის.

ახლო წარსულში “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა აგრარული ბაზრიდან ახალ, დახურული ტიპის ბაზარში გადასვლის თუ ხალხის გადაყვანის იძულებით ფორმებზე, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მოხდა ისე, რომ მოვაჭრეთა ნაწილი გადავიდა ახალ ბაზარში ან იძულებით გადაყვანის შემდეგ, ბედს შეეგუა და დარჩა იქ. მეორე ნაწილი კი, ვინც ძირითადად საკუთარი მოწეული პროდუქტით ვაჭრობს და “გადამყიდველის” სტატუსს არ ექვემდებარება, კვლავ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე საქმიანობს და იქედან ფეხის მოცვლას არ აპირებს. როგორც მათ შემოგვჩივლეს, 18 და 19 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ ჩამოუარა და გააფრთხილა, თუ აქედან ახლავე არ ადგებით, “ორშაბათიდან, ჯერ 1000-2000-ლარიან ჯარიმებს გამოგიწერთ, მერე კი მიგაბრძანებთო, ანუ ასე გამოდიოდა, პანღურით გაგყრითო”…

გარემოვაჭრეთა შეშფოთება გასაგებია. ეს არის ყველაზე დაუცველი ფენა, ვისაც ყოველდღე მართლაც არ აქვს გარანტირებული ლუკმა-პური და ხშირად აქ საღამომდე ისე ზის, შინ წასასვლელი სამგზავრო ფულიც საძებარი აქვს. მათი შეშფოთების ახალი ეტაპი, ახლებური შეტევით დაიწყო და, როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ეს შეტევა საიერიშო და საბოლოო იქნება, ანუ გაჯიუტებულ თუ გამწარებულ ადამიანებს მორიგი დაწიოკების “შავი ორშაბათი” ელოდებათ.

ბაზარში მოვაჭრეთა უმეტესობა საკუთარ გვარსა და სახელს არ ასახელებს:

_ რად გინდა ჩემი სახელი და გვარი, ჩემდა არ ვარგა, რაში გამომადგა, 32 წელი კონტროლიორად ვიმუშავე ამ ბაზარში და ისე უბოდიშოდ წამართვეს სამსახური, თითქოს არც ვარსებობდი. იმ ბაზარში ხომ არის კონტროლიორი? მე ვერ შევასრულებდი ვითომ მაგ საქმეს? მაშინ ეთქვათ, ან საყვედური გამოეცხადებინათ, რომ ვერ ვასრულებდი მონდობილ საქმეს. ვერ “ჩავაწყვე” და ეს არის. ახლა აგერ ვზივარ და წვრილმან რაღაცეებს ვყიდი, რომ 50 თეთრი დამრჩეს და წნევის წამალი ვიყიდო, უპურობას გავუძლებ და წნევას _ ვერა. ახლა არც აქ მაყენებენ, მამაზეციერმა არ დააყენა მაგენი ამ ქვეყანაზე…

_ საინტერესოა, ამ მიტინგების ჟამს რატომ დაგვერივნენ, რატომ ამთხვევენ ასე საეჭვოდ ჩვენს აწიოკებას 21 მაისის შემდგომ დღეებს, ვიღაცა განზრახ ხომ არ გვამხედრებს ხელისუფლების წინააღმდეგ? რას გაიგებ, ვინ რა თამაშს თამაშობს. ყველა წავალთ იმ მიტინგზე და თუ ხელისუფლება თანახმაა, რომ ჩვენ მიტინგ-მიტინგ ვირბინოთ, მაშინ ამ მთავრობას თვითონ ნდომებია საკუთარი თავის წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობა.

_ ჩამოიარა გაბრიჩიძემ და გადმოგვხედა ზევიდან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსია და ჰგონია, ჩვენც ზევიდან უნდა გვიყუროს. აფრიალებდა რაღაც ქაღალდებს, ორშაბათიდან ამაში ჯარიმებს ჩაგიწერთო, ჩაწეროს ერთი და ვნახოთ, რას გამოგვრჩება, წეიღოს აგი ლობიოს და ქინძის თესლი.

_ დადის გაბრიჩიძე და იძახის, კერძოობაა ახლა, აქ სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდესო. კერძოობა კი არა ბატონყმობაა, ვერ ხედავთ”?

ჟენია ჩომარიანი: გუშინ პური არ მქონდა სახლში, მშიერი დავწექი. ორლარნახევრად ნაყიდი კომბოსტო შემომალპა ხელში, ვარჩიე, ვარჩიე და დამრჩა “ხვიტი”, ეს რამდენში გავყიდო? ან ვინ იყიდის?

_ დასდევენ ციგნებივით ხალხს, ლაბორატორიულად შეუმოწმებელია ეს ბოსტნეულიო, მოიყვანონ ერთი, სად ჰყავთ ეს ლაბორანტი და შეამოწმონ, თუ აქვს რაიმე “ზორი”.

_ იმას ნერვიულობენ, სირაძის ახალ ბაზარში ვაჭრობა არაა და იმ კაცმა რაც ჩადო იმხელა შენობის აგებაში, ხომ უნდა ამოიღოსო. ვითომ სირაძის დარდი აქვთ, ერთად რომ მოგვიყრიან თავს, უფრო კარგად გაგვატყავებენ. ახლა ყველაფერს გვპირდებიან, მაგრამ გავიგეთ, რომ მერე 1 კვმ ფართობზე 5 ლარს დაგვიწესებენ გადასახადს. ამდენს ჩვენ ხან საერთოდ ვერ ვიღებთ დღეში.

_ რაღაც ჩვენც გაგვეგება კანონის. სისხლის სამართლის კოდექსის 195-ემუხლში პირდაპირ წერია, რომ მონოპოლია, ბაზრის გაყოფა დანაშაულია, თუმცა ამ ქვეყანაში რომელ კანონზე უნდა ილაპარაკო?

სოსო შაქარიშვილი: _ მე ამ ბაზარში თითქმის 30 წელი ვიმუშავე. მაშინ დირექტორი იყო ლადო თალაკვაძე. კომუნისტების დრო იყო, მაგრამ მაშინაც იყვნენ “სირაძეები”. ჩამოვიდა ერთი მათგანი თბილისიდან და მოინდომა დახურული ბაზრის აშენება. ლადო თალაკვაძემ იყოჩაღა და დაუმტკიცა მათ, რომ ნახევრად ღია ტიპის აგრარული ბაზარი უნდა ყოფილიყო აქ და შეინარჩუნა კიდეც.

ის, რაც სირაძემ ააშენა, საკოლმეურნეო ბაზარი არ არის, გლეხს რაც სჭირდება, ეს არის და დაგვაყენონ აქ, რატომ გვახრჩობენ, რატომ გვაფარებენ პირზე ხელს, ჩვენზე უფრო იციან, რა გვიჭირს?

“გურია ნიუსი” ე.წ. ძველი ბაზრის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე, სადაც ეს ბაზარი მდებარეობდა (და სპეციალურად მოტანილი მიწით ნაგავსაყრელად აქციეს. მ.ჩ.), სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს. თუმცა იქ აგრარული პროდუქტი არ გაიყიდება. ვინ აშენებს, ჯერჯერობით, არ იციან ან არ ამბობენ.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შუქრი გაბრიჩიძეს, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს ნამდვილად მიმართა წინადადებით, სამუშაოდ ახალ ბაზარში გადავიდნენ.

_ ბატონო შუქრი, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები აღშფოთებულნი არიან ზეწოლის გამო, რაშიც ბრალს თქვენ გდებენ. მართლა დაწიოკებით და “შავი ორშაბათის” გათენებით დაემუქრეთ?

_ ჯერ გეტყვით, რომ ეს ტერიტორია ახლა სახელმწიფო მიწაა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ეს აღარ არის საკოლმეურნეო ბაზარი. აუცილებლად უნდა გადავიდნენ ახალ ბაზარში. ეს უკვე გადაწყვეტილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა დაეკისრებათ, რაც დოკუმენტურად გაფორმდება.

_ რატომ დაეკისრებათ ჯარიმა და მაინც რა რაოდენობის თანხას შეიცავს იგი?

_ ეს არის სახელმწიფო მიწა და მისი უნებართვოდ გამოყენება ითვალისწინებს ჯარიმას. საკმაოდ მაღალია ეს თანხა, 1000-დან 2000 ლარამდე. ამას ემატება 500-ლარიანი ჯარიმა უნებართვოდ დახლებისა თუ სხვადასხვა რაღაცეების განთავსებისთვის.

_ მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ოპოზიციური პარტიების მუქარის პერიოდში, მათ, ხელისუფლების შიგნიდან, ვიღაც სპეციალურად “აბუნტებს,”თქვენ რა აზრის ხართ?

_ ეს სასაცილოა. ვიმეორებ, საკრებულოს მიერ გადაწყვეტილია, რომ აქ აღარ არის საკოლმეურნეო ბაზარი. მომავალში აშენდება სავაჭრო ცენტრი, სადაც აგრარული ნაწარმი არ გაიყიდება.

_ ისინი მიტინგზე წასვლით იმუქრებიან.

_ ეს მათი ნებაა.

ასე რომ, მოსალოდნელი “შავი ორშაბათის” ზმანება ტყუილად არ მოჩვენებიათ ძველი ბაზრის მოვაჭრეებს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჯარიმის ისეთ თანხას ასახელებს, არათუ გროშების მაძებარ გარემოვაჭრეებს, მისი გადახდა სერიოზული შემოსავლის მქონესაც გაუჭირდება. ისიც საეჭვოა, მიტინგზე წასვლის მუქარით, ვინმეს დანჯღრეულ სკამებზე დახლთან ჯდომა გაუხანგრძლივონ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მხარდამჭერებს უშიშროებაში იბარებენ

"ჩემი სურვილია, გურული დერბი მალე უმაღლეს ლიგაში ვიხილოთ"

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო