https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ქალებს ხელკეტებით სცემდნენ. შველას ითხოვდნენ და ვერ ვეშველებოდით”

17:05; 26.05.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

26 მაისს, დაახლოებით 00 საათსა და 20 წუთზე სამართალდამცავებმა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. გარდაცვლილია ორი, დაშავებულია ასობით და დაკავებულია ათეულობით ადამიანი. დაკარგულთა რაოდენობა ამ დრომდე დაუდგენელია.

“გურია ნიუსს” სპეცრაზმელების მხრიდან ნაცემი და შეურაცხყოფილი მოქალაქეები დაუკავშირდნენ. ისინი ყვებიან, როგორ უსწორდებოდნენ შეიარაღებული ნიღბიანები ქალებს და მათ, ვინც გაქცევას ვერ ახერხებდა: “სპეცრაზმის თანამშრომლები ქალებს და ასაკოვან ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, წაქცეულებს ხელკეტებს და ფეხებს ურტყამდნენ. შველას ითხოვდნენ და ვერ ვშველოდით, მე, როგორც მამაკაცი, ასეთი შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. წყალმტყორცნები ქაფიან, საშინელი სუნის წყალს გვასხამდა. აუტანელი, დამთრგუნველი ხმა უარესად გვაბნევდა. არ შემიძლია გადმოვცე ის ხმა, რასაც სპეცმანქანა გამოსცემდა. სპეცრაზმელებს ყურსასმენები ეკეთათ. მიჭირს საუბარი, სხეულის ყველა ნაწილი მტკივა, თუმცა ტკივილზე მეტად იმის გახსენება მიჭირს, რაც 20 საათის უკან ვნახე”, _ გვიყვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც როგორც თავად ამბობს, არც ერთი პარტიის წევრი არ არის და აქციაზე საქართველოში, დღეს არსებულმა უსამართლობამ მიიყვანა.

ის ცდილობს გაიხსენოს ის წუთები, როცა დაინახა, როგორ დაეშვა პარლამენტის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ორი ერთეული წყალმტყორცნი ტექნიკა: “ოზურგეთელები თავისუფლების მოედანზე 25 მაისს, საღამოს 11 საათისთვის მივედით. სიმშვიდე იყო. თუმცა, მინდა მოგიყვეთ, რა ვნახე შეკრებილებთან მისვლამდე _ მიმდებარე ქუჩაზე ე.წ. ყვითელი ავტობუსები იდგა, რომელშიც ნიღბიანი, შეიარაღებული და ეკიპირებული პირები ისხდნენ. ქუჩები სავსე იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამსახურის მანქანებით. ჩვენი მისვლა და გაწვიმება ერთდროულად მოხდა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოედანზე მაინც ბევრი მომიტინგე რჩებოდა. იქვე მდგომებს ცელოფნის რულონები ჩამოგვირიგეს. ცოტა ხანში ყვირილი გაისმა, მოდიანო და დავინახე, როგორ მოდიოდა პარლამენტის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან, ორი ერთეული წყალმტყორცნი ტექნიკა. მეგაფონით მოგვიწოდებდნენ დაშლისკენ და უწმაწურ სიტყვებს გაიძახოდნენ. რამდენიმე წუთში შეკრებილებისკენ სპეცრაზმის თანამშრომლები დაიძრნენ. პირველივე წინააღმდეგობის დროს, სპეცრაზმა უკან დაიხია და რამდენიმე წამში გაზი გამოუშვეს, რეზინის ტყვიები დაგვიშინეს და წყლის ჭავლი მოგვიშვეს, შემდეგ კი დარბევა და ცემა დაიწყო. ხალხი გარბოდა, მაგრამ ვისაც გაქცევა არ შეეძლო _ ქალებსა და ასაკოვანებს _ სასტიკად ურტყამდნენ, როგორც ხელკეტებს, ისე ფეხებს. ერთ ადამიანს 5-6 სცემდა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. ვინც ეპიცენტრიდან გამოსვლა მოვახერხეთ, მოშორებით ჩავიხერგეთ. ზოგმა კინოთეატრ “რუსთაველის” მინები შეამტვრია და თავი იქ შეაფარა, ნაწილი კოლმეურნეობის მოედნისკენ გავრბოდით. ამ დროს სადარბაზოებიდან ნიღბიანები გამოვარდნენ და ცემა დაგვიწყეს. უმოწყალოდ და დაუნდობლად სცემდნენ ქალებს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბოლოს, როცა გასაქცევი აღარ დაგვიტოვეს, იძულებულნი გავხდით, რამდენიმე მეტრი სიმაღლიდან გადამხტარიყავით, თუმცა, სად ვხტებოდით ეს არ ვიცოდით _ მთავარი იყო მათგან თავი დაგვეღწია. გადახტომის დროს, რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ბევრი ვეღარ წამოდგა. ფეხით ვიარეთ კილომეტრები, ავტომანქანები არ გვიჩერებდა. მეტის მოყოლა აღარ შემიძლია”, _ გვითხრა ნაცემმა ახალგაზრდამ.

აქციის დარბევის დროს დაზარალებული ოზურგეთელი ქალბატონი გვიყვება, რა გადახდა თავს და რა ხდებოდა მაშინ, როცა ქაშუეთის ეკლესიის ეზოს შეაფარა თავი: “მერიის წარმომადგენლის მოსვლის შემდეგ, დაახლოებით 12 საათზე, ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ მიტინგი უკვე არასანქცირებული იყო და სავარაუდოდ, დაგვარბევდნენ. მაშინ, მე სანთელი ავანთე და ლოცვა დავიწყე. საშინლად წვიმდა, სულ სველები ვიყავით. მოულოდნელად. შემზარავი ხმა გაისმა, ფარების მტრევის მსგავსი და მივხვდით, რომ თავისთვის უნდა გვეშველა. თუმცა, არანაირი კორიდორი არ იყო, ალყაში მოგვიქციეს. ამ დროს გაზი გაუშვეს და ვეღარაფერს ვხედავდით. ისმოდა განწირული ხმები, ხელკეტებს თავში გვირტყამდნენ, გვიშენდნენ რეზინის ტყვიებს. ვინც გაქცევას ვერ ახერხებდა, მიწაზე ყრიდნენ და ფეხებით სცემდნენ. უშვერ სიტყვებს გაიძახოდნენ და გვემუქრებოდნენ, ასე და ასე გიზამთო”, _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთელმა ქალბატონმა.

მისი თქმით, ხალხი დახმარებას ითხოვდა: “ჩემს გვერდით ჟურნალისტი ბიჭი მორბოდა, რომელიც გზადაგზა ფოტოებს იღებდა. როცა მოვიხედე, მას უკვე ურტყამდნენ. ხალხს ყვითელ ავტობუსში სვამდნენ და მიჰყავდათ. როგორღაც მოვახერხე ქაშუეთის ეკლესიის ეზოში შესვლა. როცა დასუფთავების მანქანები შემოვიდნენ, ეკლესიის ეზოს შეფარებულები სასტუმრო “მარიოტისკენ” დავიძარით. სპეცრაზმი ამ დროსაც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა _ გვეძახდნენ, იმღერეთ ბელა ჩაო, რატომ აღარ მღერიხართო. ჩვენ ვთხოვდით, გავეტარებინეთ და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოეყენებინათ. უფლის წყალობით დღეს ცოცხალი ვარ, თუმცა, რაც ვნახე არასოდეს დამავიწყდება _ იმაზე მძიმე დღე იყო ვიდრე 2007 წლის 7 ნოემბერი”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24 თებერვალი, 2026

ვარდების მეფური სილამაზე არ უნდა გაფერმკრთალდეს

ვაზის სიყვარულში ჩაფლული კაცი

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24.02.2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24.02.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო