(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, წყალწმინდის საჯარო სკოლამ დღის ცენტრ “იავნანას” სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებსა და აღმზრდელ-პედაგოგებს უმასპინძლა. მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, რესურს-ცენტრის უფროსი ნათია ურუშაძე და სასულიერო პირები. საღამო საქველმოქმედო ხასიათისა იყო. მოსწავლეებმა სტუმრებს სხვადასხვა სახის სკეტჩები წარმოუდგინეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved