(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გარდაიცვალა შალვა კილაძე, რომელმაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს ხმალი გადასცა. შეგახსენებთ, რომ “ვარდების რევოლუციამდე”, ლანჩხუთში ვიზიტით მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა _ შევარდნაძეს ლანჩხუთშიც დავამარცხებ, მამათშიც და მთელ საქართველოშიო. მაშინდელი პრეზიდენტის გამზრდელ სოფელში მისულ ნაცმოს ლიდერს ედუარდის თანასოფლელმა, შალვა კილაძემ ხმალი აჩუქა, შევარდნაძის თავის მოსაჭრელად. მაშინ სააკაშვილმა თქვა, მაგას არ ვიზამ, შევარდნაძეს თავი ისედაც მოჭრილი აქვსო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved