https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საარსებო პენსიაზე დადებული ინკასო

5:07; 14.07.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მცხოვრებ 84 წლის ნევრო დარჩიას ერთადერთი საარსებო წყარო _ კუთვნილი პენსია 100%-ით შეუჩერდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, ვასილ ხომერიკის თქმით, პენსიის შეჩერება სააგენტოდან არ მომხდარა. იმ დოკუმენტში, რომელიც მან “ლიბერთი ბანკისაგან” მიიღო, ვკითხულობთ, რომ დარჩიას, სს “ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის ფილიალში გახსნილ საბარათო ანგარიშზე ადევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინკასო თანხით _ 360 ლარი და 418, 32 ლარი, სულ 778 ლარი და 32 თეთრი (ს.ს. კ.243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 03.06.2011წ), რომლის ნაწილობრივი განაღდება, 90 ლარის ოდენობით, მოხდა 15.06.2011 წელს. ამ ეტაპზე, დავალიანება 688 ლარს 32 თეთრს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის, კახა კოსტავას, თქმით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება!

“ნევრო დარჩიას პენსია არ აქვს დაკავებული და მას საგადასახადოში პრობლემა არ ჰქონია”, _ ამბობს ის. დარჩია კი აცხადებს, რომ მას პენსია ასი პროცენტით დაექვითა და მეტიც, საურავიც დაეკისრა.

“84 წლის მოხუცებულმა რა ვქნა, ვიმათხოვრო, ვიქურდო? თბილისში წავალ, დავჯდები პარლამენტის წინ, პროტესტს გამოვხატავ, ხომ მაქვს ამის უფლება?! ვიღაცა მაინც ხომ მომაქცევს ყურადღებას? ყველას გავაგებინებ, ოზურგეთში სამართალი და კანონი რომ არ არსებობს”, _ ამბობს დარჩია და ჰყვება, რომ ბახმაროში ალპურ საძოვარზე მიწის ფართობს ჩოხატაურის გამგეობასთან გაფორმებული იჯარით სამი წელი სარგებლობდა. იხდიდა გადასახადს, რომლის დამადასტურებელი ქვითრებიც აქვს.

_ მიბარებს მაშინდელი მიწის მართვის სამმართველოს უფროსი ნოდარ ტაკიძე და მეუბნება, შენ შეცდომით გაქვს გაფორმებული მაგი ფართობი, ჩოხატაურს არ ჰქონდა უფლება იჯარა გაეფორმებინაო, ეს მიწა ოზურგეთის საკუთრებაა და ჩამოგართვესო. მიწა უკვე ჩამორთმეული გაქვს და გადავეცით სხვასო. ეს იყო 2000 წლის ბოლოს. ამის შემდეგ, 2001 წელს, გაზაფხულზე, დავწერე განცხადება ოზურგეთის გამგებლის ღელეყვას სახელზე, რომელმაც დამიბარა და ტაკიძეს გამოჰკითხა, რაში იყო საქმე. მან დაუდასტურა, რომ მიწა უკვე სხვისთვის იყო გადაცემული. მე რა გიყო, ბიძია, ამათ უკვე სხვაზე გადაუფორმებიათ, ვეღარაფერს დაგეხმარებიო, _ მითხრა გამგებელმა. რა ვიცოდი, ათი წლის მერე რა მოხდებოდა _ დავანებე თავი და სახლში წავედი. სოფლის გამგებელს ვუთხარი, იჯარა შემიჩერეს, მიწა სხვას გადაუფორმეს-მეთქი. მან მითხრა, დოკუმენტები მისთვის მიმეცა და იჩივლებდა შესაბამის ორგანოებში; ასეც მოიქცა, თუმცა ვერაფერს გახდა, _ ამბობს 84 წლის მარტოხელა პენსიონერი.

მისი თქმით, 2010 წელს საგადასახადოდან გაფრთხილება მიიღო, მიწის გადასახადი გადაუხდელი გაქვს და უნდა გადაიხადოო:

_ მივედი საგადასახადოში და ავუხსენი მდგომარეობა, ვაჩვენე დოკუმენტები, რომ მიწა ჩამორთმეული მქონდა. ვუთხარი, ჩემთან რა გინდათ, მე მიწა 10 წელია აღარ მეკუთვნის-მეთქი. რამდენიმე ხნის მერე ისევ მივედი საგადასახადოში; თან ჩემი სოფლის დეპუტატი მახლდა. მითხრეს, ჩოხატაურიდან ცნობა მივიღეთ, 60 ჰექტარი გაწერია და მიწის გადასახადი უნდა გადაიხადოო. შემდეგ ჩოხატაურში წავედი, შესაბამის სამსახურებს წარვუდგინე დოკუმენტები, რომ 30 ჰექტარი მქონდა გაფორმებული და არა 60 და ისიც ჩამორთმეული მქონდა ათი წლის უკან. მითხრეს, შეცდომა ოზურგეთმა დაუშვა, ჩვენი ბრალი არააო. მითხარით, რა უნდა მექნა _ ვერსად ვიპოვე კანონი და სამართალი, ვიწვალე და დავანებე თავი. ახლა კი პენსია სრულად დამიკავეს: ერთი თვის წინ მივედი ბანკში პენსიის ასაღებად. იქ კი მითხრეს, შენ პენსიას ვერ მიიღებ, შენზე გაფრთხილებაა მოსული საგადასახადო სამსახურიდანო. ერთადერთი შემოსავალი 100%-ით დამიკავეს. მივედი საგასახადოში და ვეკითხები, რატომ დამიკავეთ-მეთქი, დავალიანება გაქვსო, მითხრეს; რაოდენობის გაგება მინდოდა ასე მიპასუხეს: _ თუ ახლა გინდა მაგის პასუხი, უნდა გადაიხადო 250 ლარი, თუ 2 დღის შემდეგ _ 150 ლარი, თუ ათი დღის შემდეგ, მაშინ უფასოდ მიიღებო. ფული სად მქონდა და ვუთხარი, 10 დღის შემდეგ მოვალ-მეთქი.

ათი დღის შემდეგ, დარჩიას შედარების აქტი გადასცეს, რომლის მიხედვითაც მას 750 ლარის ოდენობის დავალიანების გადახდა აკისრია. როგორც თავად ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ტაკიძემ ადვოკატებთან მისვლა ურჩია.

_ ადვოკატებმა მითხრეს, ამას არაფერი ეშველება, ან დავალიანება უნდა გადაიხადო ან სასამართლოს უნდა მიმართოო. როგორ მივმართო, სასამართლოში სარჩელის შეტანას ფული ხომ უნდა?! არასამთავრობო ორგანიზაციებში მითხრეს, ბანკიდან მოიტანეთ ცნობა, რის საფუძველზე დაგიკავეს პენსიაო. ბანკმა ოფიციალური პასუხი მომაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩემს ანგარიშს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინკასო ადევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, კანონი სამართლებრივად ასეთ ფორმას ითვალისწინებს, თუ რამდენად სამართლიანია კანონი ეს საზოგადოებამ განსაჯოს, არ შეიძლება პენსიონერს, პენსია 100 %-ით დაუკავდეს.

_ სამწუხაროდ, ეს ადამიანი ჩვენთან დასახმარებლად ძალიან გვიან მოვიდა. ვადები დარღვეულია. როცა მას მოუვიდა საგადასახადო შეტყობინება, ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციული საჩივრის წესით უნდა გაესაჩივრებინა. იმის გამო, რომ დარჩია ასე არ მოიქცა, საგადასახადომ გამოიტანა გადაწყვეტილება არა მარტო დავალდებულების საგადასახადო შესრულებით, არამედ, შესაბამისი საურავის დაკისრებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის მართვის სამსახურის თანამშრომელი თამაზ ცერცვაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს კარგად იცნობს:

_ თავის დროზე, მე მას გავუგზავნე მიწერილობა, დავუზუსტე ყველაფერი და ვუთხარი სასწრაფოდ წასულიყო ჩოხატაურში.

მე მოწმე არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ასეც მოხდა. ნამდვილად ვიცი, რომ იჯარით აღებული მიწა სხვას გადასცეს, მაგრამ ეს ჩემი მუშაობის დროს არც გაცემულია და არც გაყიდული. ერთადერთი გამოსავალი არის, მიმართოს სასამართლოს და მე ამ სიტყვებს სასამართლოზეც ვიტყვი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ომარ ჩხარტიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საკითხი სასამართლოს წესით უნდა გადაწყდეს, რადგან დაშვებულია გარკვეული შეცდომები.

_ ბატონო ომარ, თუ შეიძლება გვითხარით, კონკრეტულად რა შეცდომებზეა საუბარი?

_ მე მიწის მართვის სამმართველოს საიჯარო კომისიის ერთ-ერთ წევრი ვიყავი. ფაქტობრივად, იჯარა, რომელიც ჩოხატაურის გამგეობის მიერ გაიცა ნევრო დარჩიაზე, არასწორი იყო.

დარჩიამ ბახმაროში იჯარით ალპური საძოვრის აღების მოთხოვნით ოზურგეთის გამგეობას მიმართა. მაშინდელმა მიწის მართვის სამმართველოს სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ეს ფართობი ჩოხატაურის საზღვრებში იყო მოქცეული. ამიტომ, გაუგზავნეს წერილი ჩოხატაურის გამგეობას, რომ მათ გაეცათ იჯარით ფართობი. როცა შემოწმდა საიჯარო ფართობები ალპურ საძოვრებზე, აღმოჩნდა, რომ ეს ფართობი ოზურგეთს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ, დარჩია დაიბარეს და უთხრეს, წადი ჩოხატაურში და გააუქმე ხელშეკრულებაო, რაც არ მოხდა სინამდვილეში; ოზურგეთის საიჯარო კომისიამ და გამგეობამ, აღნიშნული ფართობი გასცა სხვა პიროვნებაზე. ამის შემდეგ, ნევრო დარჩიას არაერთხელ შეატყობინეს ჩოხატაურიდან, რომ, იჯარის გადასახადი გადაეხადა; არ გაარკვია საკითხი დროულად და ახლა სასამართლოს გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება. სასამართლოზე კი, ყველა მას დაუდგება გვერდით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ვასილ ხომერიკი ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქის მიმართ სააგენტოს მიერ არანაირი ქმედება არ არის გახორციელებული და ფიზიკურად თუ ვინმე ვერ იღებს პენსიას, ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს მომსახურე ბანკში.

უცნაურია, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი კახა კოსტავა ინფორმაციას, რომ დარჩიას პენსია საგადასახადომ, დავალიანების გამო შეუჩერა, უარყოფს და აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერება არ შეიძლება. მისი თქმით, არც ერთ პენსიონერს პენსიის აღებაზე პრობლემა არ აქვს!

_ ვისაც ჰქონდა რაიმე პრობლემა პენსიის აღებაზე, ყველას მოეხსნა ეს პრობლემა. არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი თუ არა, პენსიას აიღებს ნებისმიერი პენსიონერი. რა უნდოდა რედაქციაში, მოსულიყო ჩვენთან და გავარკვევდით საკითხში. მოვიდეს ეგ ადამიანი ჩვენთან და ვანახვებთ მას, რომ ინკასო არ აქვს და პენსიას იღებს.

_ მას აქვს ბანკიდან მიღებული წერილი, რომ საბარათო ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით ინკასო ადევს.

_ პენსიის შეჩერება არ შეიძლება, ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომ პენსიონერს არ შეეშალოს ხელი პენსიის აღებაში. არცერთ პენსიონერს პენსიაზე აღებაზე პრობლემა არ გააჩნია, _ ირწმუნება კოსტავა. ჩვენ ამ ფაქტს ისევ დავუბრუნდებით და კომპეტენტურ იურისტებთან გავარკვევთ, რამდენად კანონიერად შეუჩერა საარსებო პენსია 84 წლის პენსიონერს ფინანსთა სამინისტრომ. მკითხველებს კი ვთხოვთ, თუ მსგავსი პრობლემა მათაც შეექმნათ, აუცილებლად მოგვაწოდონ ინფორმაცია გაზეთის ოფისებში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა _ ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს

12:44; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

12:26; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უბედური შემთხვევა დიღომში – რა გახდა 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

11:33; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში

10:02; 22 დეკემბერი, 2025

ვისგან შეიძინა ხელისუფლებამ სახლი საინიშვილებისთვის

საშვებულებო ხელფასს ვერ მიიღებენ?

ყველა სიახლე

ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025
მსოფლიო

უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

13:27; 22.12.2025
საზოგადოება

გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა _ ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს

12:44; 22.12.2025
საზოგადოება

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

12:26; 22.12.2025
ზაფრანი

როგორი იქნება 22-28 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

12:20; 22.12.2025
საზოგადოება

უბედური შემთხვევა დიღომში – რა გახდა 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

11:33; 22.12.2025
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

10:53; 22.12.2025
მსოფლიო

კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

10:46; 22.12.2025
საზოგადოება

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში

10:02; 22.12.2025
საზოგადოება

დღეიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება – ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში

9:56; 22.12.2025
სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო