(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურში კულტურის სახლის მშენებლობა იწყება. რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ეს იქნება თანამედროვე ტიპის შენობა:
_ მე დაგპირდით, დავპირდი ჩოხატაურელ ხალხს და ჩემს პირობას შევასრულებ _ ჩოხატაურს მალე ექნება თანამედროვე, ევროპული ტიპის კულტურის სახლი. ეს შენობა, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მთელ გურიაში, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა.
გასულ პარასკევს, ჩოხატაურში არქიტექტორიც იმყოფებოდა, რომელმაც, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ის ტერიტორია მოინახულა (კულტურის სახლი, ჩოხატაურის ცენტრში, მუზეუმის წინ აშენდება), სადაც კულტურის სახლი უნდა აშენდეს. მისი თქმით, ჩოხატაურის კულტურის სახლის პროექტს მინისტრი ზედამხედველობს: _ დავალება, რომ ჩოხატაურს საუკეთესო კულტურის სახლი უნდა ჰქონდეს, უშუალოდ რამაზ ნიკოლაიშვილისგან მივიღე და ვეცდები, ეს დავალება კარგად შევასრულო, _ აღნიშნა არქიტექტორმა.
როგორც გვითხრეს, კულტურის სახლის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დაიწყება.