(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, “სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში, პროექტების გახორციელება ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ამ სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ხომერიკმა აცნობა. ხომერიკის თქმით, სოფელ თხინვალისთვის 15 860 ლარია გამოყოფილი და ამ თანხით ადმინისტრაციული შენობის სახურავის და შიდა გზების შეკეთება იგეგმება. სამუშაოებს ადგილობრივი ინდმეწარმე, კობა ცერცვაძე შეასრულებს, მშენებლობებზე კი სოფლის მოსახლეობა დასაქმდება.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს “სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში სოფელ თხინვალს 20 000 ლარი გამოეყო.