https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენ ყვითელ მარცვალს დაითვლის კვეზერელის უწყება შემოდგომაზე

20:07; 29.07.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ხელისუფლებამ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა ისე დაავალდებულა გლეხობას, რომ არც ერთ რეგიონში ნიადაგი არ შეუმოწმებიათ. სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი ჩვენს გაზეთთან საუბარში, რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის დათესვა ნიადაგების შეუმოწმებლად არ გაამართლებდა:

_ ამ სიმინდის დათესვა დასავლეთ საქართველოში რეკომენდებული არ არის, რადგან ადგილობრივი ჯიშების დამტვერიანების საფრთხე არსებობს და ამან შეიძლება ცუდი შედეგი მოგვცეს. ამ სიმინდს სპეციალური აგროტექნიკა სჭირდება. აღნიშნული ჰიბრიდული სიმინდის დარაიონებაც კი არ მომხდარა, ანუ არ არის გამოცდილი სხვადასხვა ნიადაგში, არ ვიცით ამა თუ იმ ნიადაგურ პირობებს როგორ შეეგუება. ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამას ემატება საქართველოს ნიადაგების მდგომარეობა. ჩემს კოლეგასთან გამოვიკვლიე საქართველოს ნიადაგებში საკვები ელემენტების ბალანსის მდგომარეობა და კატასტროფული შედეგი მივიღე. ჩვენი ნიადაგები აბსოლუტურად გამოფიტულია იმ საკვები ელემენტებისგან, რომელიც აუცილებელია. გურიაში მიწებს სჭირდება აზოტით, ფოსფორით და კალიუმით განაყოფიერება. ერთი ტომარა აზოტი ახლა 38 ლარი ღირს. ამერიკული ჰიბრიდის დათესვის შემთხვევაში, გურიაში, 1 ჰექტარზე მიწას 100 კგ. აზოტი სჭირდება, მეორეზე 200 კგ. ასევე აუცილებელია ფოსფორი და კალიუმი _ 20-20 კილოგრამი. ამ უკანასკნელის მარაგი კი ქვეყანაში არ არსებობს. ათი წელია საქართველოში ნიადაგური კვლევები არ ტარდება. ორი კვლევითი ლაბორატორია 3 წელია რაც გააუქმეს. წინ ძალიან ბევრი პრობლემა გველის. ამერიკული ჰიბრიდის დათესვის გადაწყვეტილებით, მთავრობამ გლეხები შეცდომაში შეიყვანა. საქმე ისაა, რომ ქართული ჯიშისგან განსხვავებით, ამერიკული სიმინდი მეორე წელს აღარ ითესება, შესაბამისად, გლეხმა იგი იმპორტიორისგან ყოველწლიურად უნდა იყიდოს, _ აღნიშნავდა კოღუაშვილი.

სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტის სიტყვები მალე გამართლდა. გურიაში ჰიბრიდული სიმინდის თესლის დიდი ნაწილი არ ამოვიდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე, ლაშა ღლონტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ოზურგეთში ჰიბრიდული მარცვალი 250 ჰექტარზე დაითესა და მხოლოდ 30 ჰექტარზე დათესილმა არ გაამართლა.

_ ბატონო ლაშა, თქვენ იძლეოდით მყარ გარანტიას, რომ იქნებოდა კარგი და უხვი მოსავალი…

_ არა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო გვალვაგამძლე, რაც ინსტრუქციაშიც იყო მითითებული.

_ რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ამ სიმინდის დათესვა ჭაობიან ადგილზე არ შეიძლებოდა?

_ იმ ადგილებზე შარშან და შარშან წინაც ასე იყო. გლეხმა ეს იცოდა.

_ თქვენ რატომ არ გააკეთეთ ამის შესახებ განმარტება?

_ არა. რა თქმა უნდა იმას ვეუბნებოდით, რომ გაუწმენდავი არხები უნდა გაწმენდილიყო. ეს თავისთავად გლეხს უნდა ექნა, რადგან მის საკუთრებაშია ნაკვეთები. მე რომ არ მეთქვა, ეს ყველამ იცის.

ლაშა ღლონტი ამბობს, რომ სიმინდი სრულად გაყიდეს და კატეგორიულად უარყოფს, რომ საჯარო მოხელეებს სიმინდი ძალით აყიდინეს.

_ ბატონო ლაშა, თქვენი აზრით, კარგ მოსავალს მოიწევთ შემოდგომაზე?

_ კი. იმაზე მეტს ვიდრე შარშან (?!).

_ თქვენი თქმით _ 30 ჰექტარი, ჩვენი ინფორმაციით კი დათესილის ნახევარი არ ამოვიდა… ეს სერიოზული დანაკლისი არ არის?

_ გაფუჭდა, გაფუჭდა. შარშან, მე, მაგალითად 2 ჰექტარზე მქონდა დათესილი და საერთოდ არაფერი ამიღია.

_ ანუ კარგი მოსავლის დაპირება მხოლოდ პროპაგანდა იყო?

_ კარგი მოსავალი იქნება იქ, სადაც გათვალისწინებული იქნა ჩვენი რეკომენდაციები.

ოზურგეთის გამგებლის მოადგილის თქმით, მოსავლის გაფუჭება ნიადაგის შეუმოწმებლობის ბრალი არ არის:

_ არსებობს ბუკლეტები, რომლებიც სოფლის რწმუნებულებს დაურიგდათ, სადაც გარკვევით წერია, რომ ანასეულის კვლევითი ლაბორატორია ნიადაგს ნახევარ ფასად შეუმოწმებდა, _ ამბობს ღლონტი.

გამგებლის მოადგილე ვერ გვასუხობს კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა:

_ სოფლის რწმუნებულებს ეს ბუკლეტები კაბინეტებში ჰქონდათ და დაინტერესებულ მხარეს შეეძლო ენახა (?!).

ღლონტს საუბრისას შევახსენეთ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა.

_ ბატონო ლაშა, ადასტურებთ, რომ მოსახლეობა მაშინ მოატყუეთ, როცა სიმინდის ფასად 8 ლარი დაასახელეთ და შემდეგ ამ ციფრს 6 ლარი მიუმატეთ?

_ 8 არა, თავიდან 12 ლარი ღირდა. მერე დაემატა 2 ლარი _ შეფუთვის ფული.

_ ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ თავიდან 8 ლარს აფასებდით, თუმცა, თქვენი დასახელებული მომატებული 2 ლარიც ხომ ხალხის მოტყუებას ნიშნავს?

_ ასე გამოვიდა და, _ აღნიშნა ღლონტმა.

ოზურგეთის მსგავსად, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩოხატაურშიც ჩავარდა. გლეხები ამბობენ, რომ მთავრობამ გააცურა:

_ 5 კილო რწმუნებულმა ძალად მაყიდინა. გეხვეწები სამსახური არ დამაკარგვინოთო. თან ისეთი ინსტრუქცია მოაყოლეს, ვიფიქრე, ავშენდი-მეთქი. ამოსვლით ამოვიდა, მაგრამ 15 სანტიმეტრზე ზრდა შეაჩერა, _ ამბობენ ჩოხატაურელი გლეხები.

მათი თქმით, ნიადაგის შემოწმებაის შესახებ მათთვის არავის მიუთითებია.

_ ზოგან ჩავარდა. ზოგან _ მაგარია. სადაც მე ვნახე ყველგან კარგად არის ამოსული, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძე.

მისივე თქმით, ნიადაგის შემოწმების აუცილებლობის შესახებ, მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია. კორიფაძე ამბობს, რომ ამ საქმეების სპეციალისტი მანანა ძნელაძეა და კითხვებზე პასუხის გაცემის პრეროგატივაც მას აქვს. თუმცა ძნელაძე, რომელიც ხელფასს ჩვენს მიერ გადახდილი ფულით იღებს, ჩვენთან საუბარზე უარს აცხადებს:

_ მე არაფერი საქმე არ მაქვს თქვენთან, _ გვითხრა ძნელაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

სანამ ჩოხატაურის ხელისუფლება საკუთარ თანამშრომელს სიტყვა-პასუხს ასწავლის, მანამდე ცნობილი ხდება, რომ ჰიბრიდული სიმინდით უკმაყოფილო ჩოხატაურელი გლეხების რიცხვი იზრდება და ისინი ღია წერილის გაგზავნას პრეზიდენტთან აპირებენ:

_ რაში წაიღეს 36 ლარი გვითხრან მაინც. ამას ჩვენებურ ენაზე ყაჩაღობა ჰქვია. სიმინდს რომ არიგებდა ძნელაძე და კორიფაძე, ენად იყვნენ გაკრეფილები, არნახული მოსავალი იცისო. დღეს, რა ჩვენი ბრალიაო _ ამბობენ. აბა, ვისი ბრალია, ერთი ტარო სიმინდის მოტეხვას რომ ვერ შევძლებ?! რომ მათესინებდნენ, ის მაინც ეთქვათ დასათესი ადგილი შეარჩიეთო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ჩოხატაურელმა, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობის გახმაურებას მოერიდა.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩაისუბანში რამდენიმე გლეხის ნაკვეთში ჰიბრიდული სიმინდი საერთოდ არ ამოვიდა.

ჩაისუბნელი რეზო ლორიას ოჯახი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან მოსახლეობას შორის, ვისთანაც მთავრობის მიერ გაპიარებულმა ჰიბრიდულმა სიმინდმა არ ივარგა:

_ საერთოდ არ ამოვიდა. კომისია კი იყო მოსული, მაგრამ არაფერი უთქვამთ. მართალია, თესლში დიდი ფული გადავიხადეთ, მაგრამ ამას ვინ ამბობს. გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა _ ათი სახეობის სიმინდი შემოვიტანეთ და მომავალში, რომელიც ივარგებს იმას დავთესავთო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაყვალა ლორიამ.

_ რაიმე ახალი ჯიშების შემოტანას და მის მასიურ გავრცელებას, მითუმეტეს, ისეთ სტრატეგიულ კულტურას, როგორიც სიმინდია, წინ უნდა უძღოდეს მაღალ დონეზე ჩატარებული სხვადასხვა სახის მეცნიერული კვლევები. მით უფრო, რომ აღნიშნულ ამერიკულ სიმინდთან მიმართებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობები, მის დადებით თუ უარყოფით მაჩვენებლებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა არსებული ხელისუფლებისათვის ეს არაფერს არ ნიშნავს, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში რას მიიღებს გლეხი. მისთვის მხოლოდ საინტერესოა რაიმე საკითხის გაპიარება. ვნახოთ როგორ მიაჩნია შესაძლებლად ხელისუფლებას, პიარით გამოკვებოს საკუთარი დუხჭირი მოსახლეობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მდგომარეობა სახარბიელო არ არის. უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდია ალბათობა პროექტის ჩავარდნისა. ჰიბრიდული სიმინდის ერთ-ერთ დადებით თვისებად ასახელებდნენ გვალვაგამძლეობას. ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ, რომ გვალვაგამძლე მცენარეებს ტენიან ნიადაგში განსაკუთრებით უჭირთ ვეგეტაცია. ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე, გაამართლებდა თუ არა ამ ჯიშის სიმინდი ჩვენს პირობებში, არაკვალიფიციურ პასუხებს ვიღებდით. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სოფლის მეურნეობის დარგში, ლაშა ღლონტი აღიარებს, წინასაწარ ფართობები არ იყო მომზადებული ამ ჯიშის სიმინდის მოსაყვანად (კერძოდ, არ იყო ჩატარებული აგროსამელიორაციო სამუშაოები), შესაბამისად, სათანადოდ და დროულად არ მოხდა ნიადაგის დამუშავება. მოსაზრება, რითაც ბატონი ლაშა ღლონტი ცდილობს პროექტის ჩავარდნის მიზეზები ფერმერებს გადააბრალოს, სრული აბსურდია. სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, რომლებიც საკმაო რაოდენობით არიან დასაქმებულნი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებსა და ახლად შექმნილ სოფლის მეურნეობის აიპში, დროული და სათანადო კონსულტაცია უნდა გაეწიათ ფერმერებისათვის, რითაც ფერმერები თავიდან აიცილებდნენ მოსალოდნელ ეკონომიკურ ზარალს. ჩვენ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” როგორც საკრებულოს სხდომაზე, ასევე მედიასაშუალებებით არაერთხელ მივმართეთ და მოვუწოდეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად დახმარება გაეწიათ მოსახლეობსათვის. საკითხის სერიოზულობის გამო, აგრეთვე არაერთი პრესკონფერენცია მივუძღვენით აღნიშნულ თემას და ვაცნობეთ საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ. ნეტავი, არ გამართლდებოდეს ჩვენი პროგნოზები და საბოლოოდ, გლეხი არ აღმოჩნდეს დაზარალებული. თუმცაღა რეალობა ჯერჯერობით კარგს არაფერს გვიქადის. მაგრამ მაინც დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისასGგურიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა თემურ სალუქვაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები დასტურდება, ხელისუფლება ამბობს, რომ ჰიბრიდის მოსავალს ექსპორტზე გაიტანს. ამაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოადგილე, ლაშა ღლონტიც ღრმად არის დარწმუნებული. უფრო მეტიც, ღლონტი ამბობს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი მოსავალი იქნება!

_ რა ექსპორტი, რის ექსპორტი! საქართველო სიმინდის ექსპორტს მხოლოდ 1895-1897 და 1910-1912 წლებში აწარმოებდა, ესეც იმიტომ, რომ იმ დროს მთელ ევროპაში საშინელი კრიზისი იყო. მაგრამ ექსპორტი იმდენად უმნიშვნელო და მცირე იყო, რომ ილია ჭავჭავაძემ მაშინვე ატეხა განგაში. ჭავჭავაძის აზრით, სიმინდის ექსპორტზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლებოდა. ილია ამბობდა: სიმინდი და ხორბალი იმდენი უნდა მოვიყვანოთ, რომ ჩვენს შიდა ბაზარს ეყოს და დაგვაპუროს. საექსპორტოდ, თუ რამე გვინდა, სხვა დარგებს უნდა მივხედოთო და აბსოლუტურად მართალიც იყო. გარდა ამისა, სანამ ექსპორტამდე მივალთ, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის წარმატებულად გახორციელებისთვის მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი: უნდა მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დანიადაგება, მექანიზაცია, წამლობა, სასუქების გამოყენება, ყვითელი ჟანგას პრობლემა და ა.შ. თუმცა, დამტკიცებულია, რომ ვერავითარი ჰიბრიდი ვერ აჯობებს ადგილობრივ ჯიშს. ეს მივწერე კიდეც პრეზიდენტს. პატრიარქმაც ეპისტოლეში სწორედ ამას გაუსვა ხაზი _ თქვა, რომ ჩვენი კულტურები უნდა შევინარჩუნოთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიას მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, კვლევითი ლაბორატორიები გააუქმეს და ამ ფონზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბრობენ. ჩვენ ტრამალების ქვეყანა არ ვართ რომ ჰიბრიდული სიმინდის პლანტაციები გავაშენოთ. სელექციონერები, რომლებიც სიმინდის ჯიშებზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, საკმაოდ დიდი მიღწევები და გამოცდილება აქვთ, დღესაც ცოცხლები არიან. სწორედ მათ უნდა ვთხოვოთ დახმარება. ისე არაფერი გამოვა. სოფლის მეურნეობის მინისტრს ისე არ ესმის სოფლის მეურნეობის, როგორც მე ჩინური, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პაატა კოღუაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026

ტრენინგი ჩაუტარდათ

დავამზადოთ უგემრიელესი "საშობაო"

ყველა სიახლე

სამართალი

მოზარდს მანქანა დაეჯახა

10:21; 16.09.2026
სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
ფინანსები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

17:25; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
ფინანსები

განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე

16:07; 15.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკმა „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში” მიიღო მონაწილეობა

14:40; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო