საჭირო მასალა: 400 გრამი ქათმის მკერდი, 50 გრამი თეთრი პური; 2 ცალი კვერცხი, ცოტა ნაღები ან რძე, კარაქი, საფანელი (დაფქული ორცხობილა); მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება: ქათმის უკანო ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში, წვრილ ღობურაზე. პური ჩავალბოთ რძეში ან ნაღებში 10 წუთით, გავწუროთ და დავუმატოთ ფარშს. შევაზილოთ კვერცხი, შევაზავოთ დაფქული შავი წიწაკით და მარილით. თუ ფარში სქელია, ანადუღარი გაცივებული 1 სუფრის კოვზი წყლით შევათხელოთ. ვზილოთ მანამ, სანამ ფარში ხელს და ჭურჭლის კედლებს არ მოშორდება. გაყინული კარაქი დავჭრათ პატარა კუბიკებად. ფარში 12 ნაწილად გავყოთ და თითოეულს მივცეთ ოვალური ფორმა, ცენტრში კი კარაქის ნაჭერი ჩავდოთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხის ცილაში, შემდეგ კი საფანელში. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ კატლეტები ყოველი მხრიდან. გადავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაწდეს, მოვაყაროთ დაკეპილი მწვანილი, მწვანე ხახვი.