(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ უკვე რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია “იმედი” ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის რამდენიმე სოფელში არ მაუწყებლობს. როგორც ოზურგეთელები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ვერავისგან მიიღეს კომპეტენტური პასუხი თუ რატომ შეწყდა მაუწყებლობა: _ ვისაც “თეფშები” აქვს, ისინი ჩვეულებრივად უყურებენ “იმედის” გადაცემებს, ვისაც არ აქვს _ ვერ უყურებენ, _ თქვეს ჩვენთან საუბარში ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა.
საქართველოს ტელე-რადიოს ოზურგეთის ფილიალის მორიგე მექანიკოსის ვალერი კვაჭანტირაძის თქმით, გადამცემია დაზიანებული:
_ ამ დღეებში თბილიდან ჩამოვა ტელეკომპანია “იმედის” ტექნიკური პერსონალი და გააკეთებენ ყველაფერს, _ გვითხრა კვაჭანტირაძემ.