(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” ახალი საფეხბურთო ჩემპიონატი ბათუმში “ადელთან” შეხვედრით გახსნა. სამწუხაროდ, ჩვენებურებმა 3 ქულის მოპოვება ვერ შეძლეს და ფრეს დასჯერდნენ. მორიგ ტურში “გურია” ასევე გასვლაზე ითამაშებს _ ხონში “იმერეთს” ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ საჩემპიონატო შეხვედრამდე ლანჩხუთელებმა სათასო მატჩი გამართეს ჭიათურაში “მაღაროელთან” და ეს შეხვედრაც 0:0 დაასრულეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved