(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 1 სექტემბრიდან, პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის ინვალიდებს გაეზრდებათ. შესაბამისი ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაპირებული 100-ლარიანი პენსია ყველა პენსიონერს არ მიეცემა და ეს ფაქტიც, მის ძველ დანაპირებს დაემსგავსა, როდესაც პენსია 100 დოლარამდე უნდა გაზრდილიყო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ “რეგიონებში პენსია 20 ლარით გაიზარდა და გაუთანაბრდა თბილისის დონეს. მას კიდევ დაემატა ათი ლარი და მინიმალური პენსია იქნება 100 ლარი”.