(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო ჩხარტიშვილი, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. სანდრო წყაროს ინფორმაციით, ის ამჟამად ოჯახთან ერთად ინგლისში იმყოფება. მისი წასვლა საქართველოდან ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ურთიერთობას უკავშირდება. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძევლად მისი შვილის აყვანა უნდოდათ და ამით შეძლებდნენ გურული ბიზნესმენის დაკავებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამ ეტაპზე, ჩხარტიშვილი ლონდონში საქმიანობს. საქართველოში, ასევე, ვანო ჩხარტიშვილისა და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ, თუმცა, თავად ალასანია ამის შესახებ პრესასთან კომენტარს არ აკეთებს. “თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვაკო ავალიანი ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს: _ ამ სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებთ, _ გვითხრა ვაკო ავალიანმა.
ჩხარტიშვილის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მან “სოკარში” აქციების 50%-ი დაიბრუნა. ამის შესახებ “სოკარში” ინფორმაციას არ ფლობენ.