(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ განათლების სამინისტროსგან მივიღეთ ნებართვა, რომ უკვე დავიწყოთ მენტორი მასწავლებლების ძიება, _ თქვა ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა. მისივე თქმით, მენტორი მასწავლებლის წოდება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგს: _ მენტორ-მასწავლებელს დამატებით დაენიშნება ხელფასი 150 ლარის ოდენობით და მისი მოვალეობა იქნება, ახალბედა და მაძიებელი მასწავლებლის დახმარება. მენტორის წოდების მოსაპოვებლად, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს მოუწევთ ტესტირების გავლა. რა საკითხებზე და როგორ, ამის შესახებ, უახლოეს დღეებში, მათთან შეხვედრის დროს ვისაუბრებთ, _ თქვა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.