(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ როგორც უკვე გაცნობეთ, ლანჩხუთში სახალისო ფეხბურთის ეგიდით სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ღონისძიების მიმდინარეობას მეორე დღეს პროექტის ორგანიზატორები, დანიის წარმომადგენლები გაეცნენ. სტუმრებს თან ახლდნენ მათი ქართველი წარმომადგენლები _ ვალერი ჩოლარია და ბადრი ქარქაშაძე. ისინი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს შეხვდნენ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს. უცხოელებმა კარგი შეფასება მისცეს ლანჩხუთში გამართულ სახალისო ფეხბურთის ღონისძიებას და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეჯიბრებები ხელს უწყობს ბავშვთა დაახლოება-დამეგობრებას. გიორგი გოგუაძის თქმით, სანამ ეს პროექტი იარსებებს, ადგილობრივი ხელისუფლება ყოველნაირად შეუწყობს ხელს და მათ გვერდით იქნება.