(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, შესაძლოა, პრემიერ მინისტრად დაინიშნოს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამთავრობო “კარუსელი”, სექტემბრის ბოლოს დატრიალდება და მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გახორციელდება. აღნიშნულ ინფორმაციას არც პრემიერი გილაური და არც პრეზიდენტის პრეს სპიკერი, მანანა მანჯგალაძე ადასტურებენ. თუმცა, ხელისუფლების მაღალ პირებთან დაახლოებული წყაროს მტკიცებით, ნიკოლაიშვილის გაპრემიერება ახლო პერსექტივაა. კომპეტენტური პირის ცნობით, შემოდგომაზე განახლებულ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ახალი სახეც შეიძლება ვიხილოთ.