(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში, მერაბ წულაძის ავტორობით კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა _ “ფალავნები ლანჩხუთიდან”, რომელშიც რაიონში ჭიდაობის ცხოვრებაა აღწერილი. როგორც ავტორის სხვა წიგნები, ახალგამოცემულიც სასიამოვნოდ იკითხება. წიგნი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ცენტრის ეგიდით გამოიცა და ამ საქმეში წვლილი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ოსტატებს გოჩა და ხვიჩა შენგელიებს მიუძღვით.
მერაბ წულაძეს ეკუთვნის ლანჩხუთის “გურიაზე” მიძღვნილი წიგნი “წერტილი რუკაზე”, რომელშიც კლუბის ისტორიაა მოთხრობილი. ამ წიგნის შესახებ არა ერთხელ ისაუბრეს სპორტულ თოქ-შოუებში. ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ასეთი წიგნი “დინამოზეც” არ შექმნილა: _ თუ აქ ვერ ნახეთ, ვინც დაწერს, ლანჩხუთში არის ასეთი ადამიანი _ მერაბ წულაძე. ის ჩამოიყვანეთ და დააწერინეთ, _ აღნიშნა ხურცილავამ.
წულაძესვე ეკუთვნის წიგნი “ლანჩხუთელები”, რომელშიც 50-ზე მეტ ცნობილი ლანჩხუთელის შესახებაა მოთხრობილი.