“ათი დღის წინ ჩემი მეუღლის საფლავი გაძარცვული დამხვდა. დურ-ალუმინით მქონდა სასაფლაო შეღობილი. ჭიშკარია წაღებული. ეს პირველი ფაქტი არ არის _ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნატანებში არაერთი საფლავი გაიძარცვა. ყველას მივმართავ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ქვეყანაში სასაფლაოს ქურდები აღარ არსებობდნენ. პოლიციაშიც ვიყავი, მაგრამ მითხრეს ახალი პოლიციის უფროსი დანიშნული არ არისო, არც მოვალეობის შემსრულებელი დამხვდა და არც განცხადებაარ დაიტოვა არავინ”, _ გვითხრა “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში მოსულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებმა ქალბატონმა.
ამ თემაზე ვრცლად უახლოეს მომავალში გესაუბრებით.