(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ააიპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ლენა ქადეიშვილი უხელმძღვანელებს.
ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნული ააიპ-ის დირექტორი, ვლადიმერ სალუქვაძეც ადასტურებს.
ლენა ქადეიშვილი, წლების განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებული იყო. მან აღნიშნული თანამდებობა 2010 წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა, მისი სამსახურიდან დათხოვის მიზეზად სოფელ მელექედურში არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება სახელდება.