(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის ტერიტორიაზე გასულ კვირას მოხდა.
სოფელ დვაბზუდან სამარშრუტო ტაქსი გამოიძახეს _ მძღოლს აღნიშნული სოფლიდან ქალაქში მგზავრი უნდა გადაეყვანა. მგზავრმა მას ფულის დამატება შესთავაზა და ჯუმათში აყვანა სთხოვა. ჯუმათში ასვლის შემდეგ მგზავრმა მძღოლს ცივი იარაღი ყელზე მიაბჯინა და ფულის გამოძალვა სცადა. ჩვენთვის უცნობია, მუქარის საფუძველზე, რამდენი ლარის გამოძალვა მოახერხა თავდამსხმელმა, რომლის მოგერიებაც დაზარალებულმა შეძლო.
ბრალდებული, სოფელ ჯუმათში მცხოვრები გ. ჩ. დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.