დღეს, ოზურგეთის ყოფილი გამგებლის გია ტაკიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი სულ 20 წუთს გაგრძელდა და 13 ოქტომბრისთვის გადაიდო. ჩვენი წყაროს თქმით, ტაკიძე კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად “გურია ნიუსი” ტაკიძის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
წყაროს მოსაზრებით, მომავალ სასამართლო პროცესზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.