(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 12 ნოემბერს, ლანჩხუთში “გურიას” ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების _ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. გურიის რეგიონული ფედერაციის ეგიდითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ტრიუმფალური “გურიას” წევრები დაესწრებიან. 5 წლის წინ ლანჩხუთში ანალოგიურად აღინიშნა 20 წლის იუბილე. შეგახსენებთ, 1986 წლის 12 ნოემბერს ბათუმში “ლოკომოტივთან” 1:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, “გურია” უმაღლეს ლიგაში გადავიდა და იმ დღიდან კლუბი რაიონის სავიზიტო ბარათად იქცა.