ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების პერსპექტივა
(რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი)
გაზეთი 24 საათი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – თორნიკე გორდაძე.
“როგორც გახსოვთ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მხარეებს შორის სწორედ ის იყო მედი-ატორი. ომიდან სამი წლის თავზე ბატონი სარკოზი თავად არის დაინტერესებული საქართველოში ვიზიტით.”
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა. ალბათ ბუნებრივია თუ სარკოზის ვიზიტზე საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს ჩვენთვის კარგად ცნობილი 2008 წლის მოვლენები და ცნობილი 6 პუნქტიანი შეთანხმება გაახსენდება. შესაბამისად, ჩვენი სიუჟეტის მთავარი თემაც აღნიშნული შეთანხმების შესრულების პერსპექტივებს მიეძღვნება.
რუსეთ-საქართველოს ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლზე არავინ დაობს, ვიზიტი თავისი შინაარსით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას ისიც რომ ე.წ. სარკოზის გეგმის საფუძველზე ხემოწერილი მედვედევ-სარკოზის დოკუმენტი დაედო საფუძვლად ცეცხლის შეწყვეტას და ომის შემდეგომი სტაბილიზაციის პროცესს, რომელიც რუსეთმა უხეშად დაარღვია და არღვევს რაც შესაძლებელია სერიოზულად ურტყამდეს პირადად სარკოზის და საფრანგეთის პრესტიჟს, თუმცა 2008 წლიდან დღემდე განვითარებული რეალიები როგორც გლობალური საერთაშორისო ისე რუსულ-ფრანგულ ურთიერთობებში ობიექტურად აჩენს კითხვას, რამდენად ანაღვლევს საფრანგეთის პრეზიდენტს 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების პერსპექტივები? ე.წ. იმიჯი ხომ არ არის მისთვის ვირტუალური კატეგორია? რა უფრო მნიშვნელოვანია ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერისთვის რეგიონის სტაბილურობა თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა?
საფრანგეთის პოზიცია რუსეთის და კავკასიის საკითხებში ერთობ რთულ ფენომენს წარმოადგენს. ფრანგულ რუსული ურთიერთობები ტრადციულად განსაკუთრებული ურთიერთობების სტატუსში მოიხსენიება და მხარეები ხაზს უსვამენ მათ მეგობრულ და თბილ ხასიათს. ამ ხაზგასგასმას, მიუხედავად ცივი ომის პერიოდის მძიმე ფონისა მაშინაც კი ჰქონდა ადგილი. ეს ფონომენი განპირობებულია, ძირითადად იმით რომ ეს ორი ქვეყანა ყოველთვის იყვნენ ბუნებრივი მოკავშირეები გერმანიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მსოფლიო ომების კონტექსტში. ბუნებრივია, შემდგომში ტენდენციას ხელი შეუწყო გოლიზმის პრინციპებზე დაფუძნებულმა საფრანგეთის ზოგადევროპულისგან განსხვავებულმა მედგომამ ევროატლანტიკური თანამშრომლობისადმი და გამოკვეთილმა ანტიამერიკანიზმმა. ცხადია დღეს გერმანიის ფენომენი ისეთი აქტუალური არ არის და რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებიც საგრძნობი დათბობით ხასიათდება. მართალია საფრანგეთის დღევანდელ პრეზიდენტს ატლანტიკოსის და პრომარიკელის რეპუტაცია აქვს, თუმცა ეს ხელს არ უშლის რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების აწყობას.
ამდენად, ლოგიკურად ჩნდება რუსულ-ფრანგული ურთიერთობების თანამშრომლობის ამ ხარისხის პირობებში რა ბედი ელის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, მით უფრო მაშინ როცა შეთანხმების ერთ-ერთი მხარის საფრანგეთის, და კონკრეტულად სიკოლა სარკოზის მხრიდან დოკუმენტის პირობების შესრულების თაობაზე ინტერპრეტირებული და ორაზროვანი განცხადებაც კი გაკეთდა.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ეჭვობს რომს ქართული მხარე შესაძლებელია საღი აზროვნების უნარსაც კი კარგავდეს, როდესაც კრიტიკულად არ აღვიქვამთ ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობებს, მუდმივად ვიმყოფებით ეიფორიაში და ვცდილობთ დავიჯეროთ რომ მსოფილო ქართული პრობლემებით სუნთქავს:
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების ხელმძღვანელი” მიიჩნევს რომ აგვისტოს ომის დროს დასავლეთის უპირველესი მიზანი იყო მიეღწია ცეცხლის შეწყვეტისთვის.
დავით ტოგონიძის, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ექსპერტის თქმით ძნელად წარმოსადგენია რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა 6 პუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერისას არ იცოდა რუსეთის მომავალი გეგმების შესახებ, რომელიც დღევანდელი აფხაზეთისა და ე.წ. ცხინვალის რეგიონის აღიარებებს გულისხმობდა, უბრალოდ ექსპერტის თმით საფრანგეთის პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა.
დემურ გიორხელიძის თქმით ძნელია პროგნოზების გაკეთება, თუმცა ანალიტიკოსისთვის მთავარია რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარებს, ევროკავშირი მართალია სუსტად მაგრამ მაინც ცდილობს კავკასიაში იყოს საპირწონე თავისი ინტერესების გამტარებელი, არ გამორიცხავს რომ ჩიკაგოს ნატოს სამიტზეც წამოიწიოს საქართველოს საკითხმაც. ამბობს რომ ჯერ არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი დინამიკაშია, მთავარია რომ ქართულმა მხარემ ამ პროცესებს თვალი ჯეროვნად მიადევნოს.
კომენტარებში: 1. დემურ გიორხელიძე, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი; 2. დავით ტოგონიძე, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი; 3. თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი.
განმარტება:
“ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“