(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრი მედპერსონალის დიდმა ნაწილმა დატოვა. როგორც წყარო ამბობს, საუბარია მასშტაბურ შემცირებაზე, რომელსაც საავადმყოფოს მფლობელი კომპანია “ადიტტი” პერიოდულად ახორციელებდა, თუმცა, ასეთი სახე აქამდე არ ჰქონია. არის საშიშროება, რომ სამედიცინო ცენტრი სპეციალისტების გარეშე დარჩეს. შეგახსენებთ, რომ პირველად ცენტრი პროფესორმა მალხაზ მირცხულავამ დატოვა.