(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 21 ოქტომბრიდან, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური საქმიანობის აუდიტორული შემოწმება დაიწყო. საქმიანობას ინდივიდუალური აუდიტი, იური ახალაძე აწარმოებს.
აუდიტის მიერ მოწმდება ბაღების გაერთიანების შექმნის დღიდან ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობები, ჩატარებული ტენდერების შედეგად და გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული ხელშეკრულებები, საფინანსო დოკუმენტაციები, საბავშვო ბაღების მიერ პროდუქტებისა და სხვა სამეურნეო საქონლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები.