(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “გურიამ” მორიგი მატჩი გამართა საკუთარ მოედანზე და ბათუმის “ადელს” 2:0 მოუგო. ამ მოგებით გიგლა იმნაძის შეგირდებმა 23 ქულა მოაგროვეს და ცხრილში ისევ მეორე ადგილზე არიან. უახლოეს მდევრებს “გურია” 7 ქულით უსწრებს _ 16-16 ქულა აქვთ ხონის “იმერეთს”, თბილისის “ნორჩ დინამოელსა” და “ზოოვეტს”. ამათგან პირველ ორს, ჩვენებურები უახლოეს ტურებში ხვდებიან _ 28 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე იმერლებს მასპინძლობენ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, დედაქალაქელებს ესტუმრებიან. “გურიას” ლიგაში ყველაზე მეტი (28) გოლი აქვს გატანილი.