ლანჩხუთის პოლიციის ახალი შენობის გახსნა 15 ნოემბერს იგეგმება. სამუშაოთა მწარმოებელი კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, თუმცა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ 5 დღეში მშენებლობის დასრულება წარმოუდგენელია.
ჩვენი წყაროს თქმით, 15 ნოემბრისთვის შენობის გახსნას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ითხოვს: "მინისტრს შემოუთვლია _ 15-ში შენობა მზად იყოს, თორემ კამერები გაამზადეთ და პირველებს თქვენ ჩაგსვამთო" _ ამბობენ ლანჩხუთში.
როგორც ჩანს, გახსნისთვის არც "გადარეული გურულის" ძეგლის გადატანა მოესწრება, რადგან ჯერ სამუშაოები ამ კუთხით არ დაწყებულა. არც ისაა გამორიცხული, რომ ლანჩხუთელთა პროტესტის გამო, ძეგლის გადატანაზე საერთოდ უარი თქვან.