დღეს, დიდი მზადებისა და გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ლანჩხუთში პოლიციის ახალი შენობის გასახსნელად არ ჩამოსულა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ამის მიზეზი ქალაქში გაზის გათიშვა გახდა _ ორი დღეა, შიგა მაგისტრალზე მომხდარი ავარიის გამო, მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. წყაროს თქმით, მინისტრმა ”გაყინული” შენობის გახსნა არ ისურვა და გვითხრა, რომ მერაბიშვილს ლანჩხუთში კვირას მოელიან, თუმცა, დაზუსტებულ ინფორმაციას ვერავინ იძლევა.
აქვე გეტყვით, რომ “ლანჩხუთი გაზი” ავარიის სალკიკვიდაციოდ ორი დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის შესაძლო სტუმრების თაობაზე. დილიდან პოლიციის ახალ ოფისთან დასუფთავების სამსახური იყო მობილიზებული და დასუფთავდა როგორც შიგა პერიმეტრი, ასევე ეზოს მიმდებარე ტერიტორია.