(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ რედაქციაში შემოსული ინფორმაციების თანახმად, ჩოხატაურში ღორების სიკვდილიანობის შემთხვევები გახშირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროს სპეციალისტს ჩოხატაურში ლევან კეკელიძეს: _ ჯერ არაფერი მსმენია მსგავსი ფაქტების შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულმა ოჯახმა მკვდარი ღორი უნდა ჩაიტანოს ქუთაისში, ლაბორატორიაში გასინჯოს და დაადგინოს პირუტყვის სიკვდილის მიზეზი. თუ ჭირი აღმოჩნდება, მიმართონ აფთიაქებს, სადაც შეიძენენ ვაქცინას, რომელიც ნამდვილად შველის ჭირს, _ გვითხრა კეკელიძემ.
ასეთი პასუხი დაზარალებული ოჯახისთვის, რომელიც უდროოდ მკვდარი პირუტყვის ხორცით ზამთარში თავის გატანას აპირებდა, მიუღებელია და ისინი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამსახურის კონკრეტულ პასუხს ელოდებიან.