“გურია ნიუსმა” დღეს აღმოაჩინა, რომ “აჯანყებული გურულის” ძეგლი, რომელიც გასულ ხუთშაბათს, გვიან ღამით აიღეს და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააგდეს, ალუმინის ფირფიტებითაა შემოღობილი. გარედან მხოლოდ ძეგლის ხელი ჩანს, ისიც ლურჯი ფერის ე. წ. “ბრეზენტითაა” დაფარული.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ მოეწონა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლი, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელზეა დაგდებული და ამის საპასუხოდ, მისი “შემოღობვა” (?!) გადაწყვიტა. ფოტოზე ხედავთ, რომ ძეგლს, ფაქტობრივად, სასაფლაო გაუკეთეს.
როგორც ითქვა, “გურულის ძეგლი” რკინიგზის სადგურთან უნდა დაედგათ. რა მიზანს ემსახურება ძეგლის “შემოღობვა” და საერთოდ იგეგმება თუ არა მისი სადმე დადგმა, ამის შესახებ მასალას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.