სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული დარღვევებისა და პატიმართა უფლებების არაერთგზის შელახვის გამო, გაჩნდა ახლი ინიციატივა, რომლის ავტორი ადვოკატი თედო კობახიძეა _ მისი თქმით, საპატიმროებში საჭიროა ცხელი ხაზის ამუშავება: “ცხელი ხაზის საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას”, _ აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, “ცხელი ხაზი” არ მარტო პატიმრების, არამედ ადვოკატების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.
“ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადვოკატებსაც შეგვქმნია პრობლემები, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის განცხადების გამოტანის გამო. მაგალითად, ილგარ მამედ-ზადეს საქმესთან დაკავშირებით, უკანონოდ მომიწია 3 საათის გატარება საპატიმროში. განცხადების გამოტანა კი დიდი ძალისხმევის ფასად მომიხდა. მეც და მსჯავრდებულიც დიდი წნეხის ქვეშ მოვექეცით”, _ აღნიშნა თედო კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტის არსებობის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, ადვოკატთა ასოციაციამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ერთ-ერთ ადვოკატს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებითაც კი დაემუქრნენ.
დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და დამოუკიდებელი ადვოკატი თედო კობახიძე თვლიან, რომ ზემოაღნიშნული ინიციატივის მიხედვით, პატიმრებსა და ადვოკატებს გენერალურ პროკურატურაში დარეკვაც უნდა შეეძლოთ. ამ შემთხვევაში ყოველ შემოსულ ზარზე ოქმი შედგება და საჩივრის სახე მიეცემა.
ზემოთ ხსნებული შემთხვევები, ინიციტივის დროულობასა და ქმედითობას ადასტურებს. ადვოკატი “გურია ნიუსს” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებაც ესაუბრა _ საყურადღებოა იმ პატიმართა მდგომრეობა, რომელთა ოჯახებს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ აქვთ და მათი ხმა გარესამყარომდე ვერ აღწევს. აღნიშნული ცხელი ხზი მათთვის რეალურად შველა იქნება და ისინი შეძლებენ თავის დაცვას, _ გვითხრა ადვოკატმა.
დღეს, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნულ ინიციატივა პარლამენტში დააყენა.