(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “დღეს საქართველოში გაჩნდა რეალური ალტერნატივა, ყველა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა და საფუძველი ჩაუყაროს ახალი ეპოქის დაწყებას საქართველოში. ეპოქის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საშუალებას მოგვცემს ღირსეული ადგილი დავიკავოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, გავზარდოთ თითოეული ადამიანის თავისუფლების ხარისხი, შევქმნათ დოვლათი და სამუშაო ადგილები, სწორი მიმართულებით განვავითაროთ ქვეყანა, დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ოჯახებში და საბოლოოდ, საქართველომ რეალურად დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო დემოკრატიულ სამყაროში”, _ ეს განცხადება “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, თემურ სალუქვაძემ გასული კვირის ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“ჩვენ უნდა დავამთავროთ უკუსვლა და გავიხედოთ წინ, გავხდეთ თანამონაწილე იმ შეუქცევადი პროცესისა, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მზად ვართ საზოგადოების თითოეულ წევრს ვუპასუხოთ ყველა შეკითხვაზე და მივცეთ სწორი განმარტებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, რადგანაც ხელისუფლება მის მიერ მართული მედიასაშუალებებით ცდილობს, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს”, _ აღნიშნა სალუქვაძემ.