თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 14 საათზე, ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართება.
ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 21 ოქტომბერს მიმართეს. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც ,მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.