(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 12 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის მეცხრე ფილიალში, გურიის პრობაციის ბიუროს რამდენიმე პრობაციონერმა ბიუროს უფროსთან, იოსებ წიკლაურთან ერთად საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს და აღსაზრდელებისთვის შეშა დაამზადეს: _ აქციის მიზანი კეთილი ნების გამოხატულება იყო. მივესალმები მსგავს ღონისძიებებს, რადგან ნებისმიერი აქცია, რომელიც ქველმოქმედების სახით ეწყობა, კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯია, _ აღნიშნა ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ.