(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 12 დეკემბერს, ჩოხატაურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნა მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში, რომელიც 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 23 სოფლის წარმომადგენელი იღებს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.
პირველობის მსაჯია სპორტის განვითარების ცენტრის სპეციალისტი, შმაგი ოსეფაიშვილი.